16 თებერვალს მემორიალური ღონისძიებები იმართება ალექსეი ნავალნის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით
„სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება თითქმის მყისიერად დაკარგა“, - აღნიშნული იყო უწყების მიერ გავრცელებულ მშრალ ცნობაში.
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში გაიმართება:
ბათუმი, 14:00, ანბანის კოშკი – აქცია ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი.
თბილისი, 14:00, პუშკინის მოედანი - ხსოვნისა და წინააღმდეგობის დღე.
თბილისი, 17:00, Frame სივრცე – ფილმის „ნავალნი“ ჩვენება.
თბილისი, 19:00, Frame სივრცე – ალექსეი ნავალნის წიგნის „პატრიოტი“ პრეზენტაცია.
თბილისი, 20:00, Bar Happens, ნაწყვეტების კითხვა წიგნიდან „პატრიოტი“.
როგორც გამოცემა meduza იუწყება, მემორიალურ ღონისძიებები ასევე გაიმართება: ვენაში, ერევანში, გიუმრიში, სოფიაში, ვარნაში, ლონდონში, ბერლინში, თელ-ავივში, იერუსალიმში, რომში, მილანში, ბარსელონაში, ვალენსიაში, მადრიდში, რიგაში, ვილნიუსში, კიშინიოვში, ამსტერდამში. ჰააგაში, კრაკოვი, ვარშავაში, ლისაბონში, ბელგრადში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, სტამბოლში, ჰელსინკიში, ტურკუში, პარიზში, პრაღაში, ბრნოში.
„რუსეთში აქციები არ გამოცხადებულა. ნავალნის გუნდის პოსტში Telegram-ში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ბორისოვის სასაფლაო, სადაც ოპოზიციის ლიდერია დაკრძალული, 16 თებერვალს 17:00 საათამდე მუშაობს“, - წერს meduza.
2024 წელს რუსეთის უშიშროების ძალები მორიგეობდნენ როგორც პოლიტიკოსის საფლავთან, ასევე სხვა ქალაქებში სპონტანურ გაჩენილ მემორიალებთან. ნავალნის მხარდამჭერებს, რომლებიც მასთან გამოსამშვიდობებლად მიდიოდნენ, აკავებდნენ როგორც დაკრძალვის დღეს, ასევე მომდევნო დღეებშიც.