ფრანგი მინისტრის თქმით, მაკრონი ორშაბათს - 17 თებერვალს უკრაინაში ევროპელი ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს
ბარომ ეს თქვა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა ევროპას შეუფუცხუნა და განაცხადა, რომ მას არ ექნება ადგილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - მაღალი რანგის მოხელეები, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას დაიწყებენ საუდის არაბეთში მომავალ დღეებში, განაცხადა აშშ-ის კანონმდებელმა მიუნხენში.
ხუთი ევროპელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და დანია, რომელიც წარმოადგენს ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს.