Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთთან მოლაპარაკების საქმეში "არაფერია გადაწყვეტილი"

0
16 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთის ოფიციალურ პირებთან მომავალ მოლაპარაკებაზე რაიმე გარღვევის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, მაგრამ რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ხანგრძლივი, სისხლიანი და რთული კონფლიქტის მოგვარება „იოლი არ იქნება“. "მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი არ არის ერთი შეხვედრის საკითხი", - თქვა მან CBS-თან ინტერვიუში.


რუბიო უახლოეს დღეებში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებაზე აშშ-ს მაღალი დონის დელეგაციას უხელმძღვანელებს. ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას, და რუბიომ თქვა, რომ მან არც ის იცის დანამდვილებით, თუ ვის გაგზავნის მოსკოვი.


”ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი”, - თქვა მან და დასძინა, რომ მიზანია, გამოინახოს საშუალება ფართო დიალოგისთვის, რომელიც მოიცავს უკრაინას და ომის დასრულებას”.


აშშ-ის მჩეველი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მაიკლ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში წარგზავნილი,  სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, შეუერთდებიან რუბიოს რიადის მოლაპარაკებებში.


ეს მოჰყვა რამდენიმე დღის წინ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ხანგრძლივ სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ისინი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებაზე.


ამ ზარმა გააკვირვა ნატოელი მოკავშირეები, ისევე როგორც კიევი, რადგან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ "უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული უკრაინის გარეშე".


"ამჟამად არანაირი პროცესი არ არის", - განაცხადა რუბიომ. "ერთი სატელეფონო ზარი მშვიდობას ვერ მოიტანს". როცა "ნამდვილი მოლაპარაკებები" დაიწყება, უკრაინა მიიღებს მასში მონაწილეობას.


NBC-თან ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი სერიული მატყუარაა და არ შეიძლება მისი, როგორც მოლაპარაკების პარტნიორის, ნდობა.


"არა მგონია, რომ გეოპოლიტიკაში ვინმე ვინმეს უნდა ენდოს", - უპასუხა რუბიომ. "მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე გადაწყვეტს, სერიოზულია პუტინი თუ არა".




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублёв вышел в четвертьфинал турнира категории ATP-500 в Дохе






Baza: Похожий на мину предмет нашли возле Московского апелляционного суда

Автоэксперт Нестеренко поделился советами по подготовке к экзаменам в ГАИ

Стало известно, сколько россияне потратили на свидания в день всех влюбленных

Воронежцы планируют потратить на подарки к 23 февраля в среднем 2900 рублей