აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში ჩავიდა
რუსეთს ოფიციალურ დონეზე არ დაუდასტურებია, თუ ვინ შევა რუსეთის დელეგაციაში და როდის აპირებს ის საუდის არაბეთში ჩაცლას. გაზეთ "კომერსანიტისა" და სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, იქნებიან პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი.
უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებაში უკრაინის წარმომადგენლები.
მარკო რუბიომ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ის ცდილობს, უკრაინისა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეების მონაწილეობით, შექმნას პირობები უფრო ფართო დიალოგისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირამ და დღემ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება პუტინი ამ საკითხს.
საუდის არაბეთში ვიზიტის დროს რუბიო სავარაუდოდ ღაზაში კიდევ ერთი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე იმსჯელებს. Reuters.-ის თანახმად, სავარდოდ დღის წესრიგში იქნება ტრამპის წინადადება - ღაზის პალესტინელი მაცხოვრებლების სხვა არაბულ ქვეყნებში, "ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ არეალებში" გადასახლების შესახებ.
რეგიონის დიდმა სახელმწიფომ, საუდის არაბეთმა და სხვა არაბულმა ქვეყნებმა, კატეგორიულად უარჰყვეს ეს წინადადება. იორდანიის მეფე აბდულამ, რომელიც მომავალ კვირას შეხვდება ტრამპს თეთრ სახლში, 5 თებერვალს თქვა, რომ იგი უარყოფს ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერ მცდელობას და პალესტინელების გასახლებას.