პოლიტიკური კრიზისის, ყოველდღიური საპროტესტო აქციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით - საპატიმროში პოლიტიკური ნიშნით მყოფი ათეულობით აქტივისტის ფონზე, „ქართული ოცნება” იმ ხელისუფლების საქმიანობას იძიებს, რომლისგანაც ძალაუფლება 13 წლის წინ გადაიბარა.