Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

აქტივისტი ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

0
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე. მათგან ისაკო დევიძეს ხუთიათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, მარიამ გაჩეჩილაძეს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.


ისაკო დევიძეს და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციებისას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. ისაკო დევიძეს - 8 იანვარს, მარიამ გაჩეჩილაძეს კი - 9 იანვარს.


შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მტკიცებულების სახით სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი აქვთ, რომელშიც ასახულია დევიძისა და გაჩეჩილაძის მხრიდან გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტები.


მარიამ გაჩეჩილაძე და ისაკო დევიძე აცხადებდნენ, რომ გზა არ გადაუკეტავთ, შესაბამისად თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ.


გადაწყვეტილების გამოტანამდე ისაკო დევიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან მოსამართლეს მიმართა: "არ ხართ ღირსი, გეცვათ მოსამართლის მანტია".


ისაკო დევიძემ მოსამართლე კობა ჩაგუნავას შეახსენა, რომ მანამდე უკვე ჰყავდა დაჯარიმებული 3500 ლარით პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.


"თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს. ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს. თქვენ არ უნდა იყოთ მოსამართლე და თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს“, - მიმართა ისაკო დევიძემ მოსამართლეს.




მასთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვა მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.


მოსამართლის თქმით, „სასამართლო დარბაზის გამოყენება პერფორმანსისთვის ახალი არ არის“, მაგრამ "თუ სასამართლოს მიმართ ვინმეს გსურთ გამოხატოთ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და თავს ვერ იკავებთ, სჯობს, რომ დატოვოთ დარბაზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებ შესაბამის ღონისძიებებს".




თბილისსა და სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.


ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.


დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები თვლიან, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Людмила Самсонова легко обыграла Павлюченкову на старте турнира WTA-1000 в Дубае






Ольга Любимова и гендиректор ГМЗ «Московский Кремль» обсудили будущие проекты

США запросили согласие Москвы на назначение Ричарда Норланда новым послом

Галина Янко: какие знаки говорят о скором исполнении вашего желания

Единое хранилище чеков создали в России. Плюсы и минусы нового сервиса