2025 წლის იანვარში, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, საქართველოში 514 478 700 დოლარის ღირებულების ნახატები, ქანდაკებები და სტატუეტები შემოვიდა. მათი უდიდესი ნაწილი შემოტანილია აშშ-დან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ვირჯინიის კუნძულებიდან.