Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

შოლცის თქმით, "მცდარი და სახიფათოა" ტრამპის მიერ ზელენსკის ლეგიტიმაციის უარყოფა

0
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ოთხშაბათს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორია“. შოლცის თქმით, ეს „მცდარი და სახიფათოა“.


„უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა“, განუცხადა შოლცმა ჟურნალ Der Spiegel-ს და დასძინა, რომ ზელენსკი სახელმწიფოს არჩეული მეთაურია. „შუა ომში რომ წესიერი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ეს თანხმობაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან,“ თქვა შოლცმა.




19 თებერვალს დონალდ ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო, რომ უკრაინის ლიდერი „უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე“.


„დიქტატორი არჩევნების გარეშე“, წერს ტრამპი თავის სოცქსელ Truth Social-ში, „ზელენსკიმ ჯობია იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება. ამასობაში, ჩვენ რუსეთთან წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე, რისი გაკეთებაც, ყველანი აღიარებენ, მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია“.


მსგავსი ბრალდება არაერთხელ წაუყენა ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, არ გამართულა ქვეყანაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო.


„ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის, რომელსაც ვითარების დესტაბილიზაცია სურს“, თქვა ოთხშაბათს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ოლეჰ დიდენკომ. მისი თქმით, ამ საკითხს წამოჭრიან იმისთვის, რომ „ძირი გამოუთხარონ უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობას, დაასუსტონ მთავრობის მიმართ ნდობა და დაასუსტონ კიევისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა“.


დიდენკოს თქმით, ომისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარება გაუმართლებელია.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Вундеркинд из России узнала путь к победе над Еленой Рыбакиной в полуфинале топового турнира






Заслуженный деятель искусств РФ Александр Адабашьян: «Главное отличие театра от съемочной площадки в том, что кино — это гостиница, а театр — коммуналка»

Изучаем летопись войны вместе с РУВИКИ на выставке «Окна ТАСС. Искусство побеждать»

В Москве состоялась презентация 17 тома и английских версий книги Елены Вселенной «Человек нового времени»

В центре Москвы бармен избил посетителя