Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" და "საშუალოდ წარმატებული კომიკოსი" უწოდა

0
„საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა აშშ, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომელშიც შეუძლებელია გამარჯვება და რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო,“ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში.


მისი თქმით, აშშ-მა ამ ომში ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა, ევროპის ფული „გარანტირებულია“, აშშ კი საპასუხოდ არაფერს მიიღებს.




ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო, რომ უკრაინის ლიდერი „უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე“. მან კვლავ თქვა, რომ ზელენსკის დაბალი რეიტინგი აქვს და ის მხოლოდ ჯო ბაიდენის მანიპულირებაში არის წარმატებული.


„დიქტატორი არჩევნების გარეშე“, წერს ტრამპი, „ზელენსკიმ ჯობია იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება. ამასობაში, ჩვენ რუსეთთან წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე, რისი გაკეთებაც, ყველანი აღიარებენ, მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია“.


გუშინ დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 4% უჭერს მხარს, რაც ეწინააღმდეგება სოციალური გამოკითხვების შედეგებს.


უკრაინის პრეზიდენტმა ამას უწოდა დეზინფორმაცია, რომელიც „რუსეთიდან მომდინარეობს“.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადრი სიბიჰამ სოცქსელში დაწერა, რომ უკრაინამ ევროპის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშინელ სამხედრო თავდასხმას გაუძლო, უკრაინელი ხალხი და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დანებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ზეწოლას. „ვერავინ აიძულებს უკრაინელ ხალხს, რომ დანებდეს. ჩვენ დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას“, დაწერა სიბიჰამ.




18 თებერვალს ერ-რიადში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან, ერთად ისაუბრეს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ყოფილან მიწვეული უკრაინის წარმომადგენლები. მისი თქმით, კიევი არ აღიარებს უკრაინის შესახებ მიღწეულ არავითარ შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე იქნება მიღწეული.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина установила рекорд в матче с чемпионкой Australian Open






Глава «Арт-тура» Арутюнов: Отели Анапы не намерены снижать цены

В Москве затруднено движение к Новорижской эстакаде из-за массового ДТП

Доказано, что в клубах ММА именно диаспора готовит прежде всего не спортсменов, а уличных бойцов. Настоящую пехоту для организации массовых беспорядков в России

Появилось видео с моментом ДТП с правительственным автомобилем в центре Москвы