Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

ევროკავშირი შეაჩერებს სირიის ენერგეტიკული, საბანკო და სატრანსპორტო სისტემების წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს

0

ევროკავშირი 24 თებერვალს შეაჩერებს სირიის ენერგეტიკული, საბანკო და სატრანსპორტო სისტემების წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს, იტყობინებიან დიპლომატები.

ბრიუსელის მიზანია, შეეცადოს დაეხმაროს ქვეყანას აღდგენაში, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ.

სირიის ახალი მმართველები დასავლეთისგან მოითხოვენ იმ სანქციების შერბილებას, რომლებიც ასადს სამოქალაქო ომის დროს დაუწესეს. ევროპის ქვეყნები, ასევე სხვა სახელმწიფოები, არ აპირებენ საბოლოო ნაბიჯების გადადგმას მანამ, სანამ სირიის ახალი ისლამისტი მმართველებისგან არ მიიღებენ მკაფიო სიგნალებს, რომ სერიოზულად უდგებიან გარდამავალი პერიოდის ინკლუზიურობას.

ევროკავშირის ეს ნაბიჯი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა დაამტკიცონ, ოფიციალური სვლაა მას შემდეგ, რაც ბლოკმა სანქციების შეჩერების წინასწარი შეთანხმების შესახებ გამოაცხადა იანვარში.

დიპლომატების თანახმად, სანქციები კვლავ ამოქმედდება, თუ სირიის მმართველები დაარღვევენ პირობას, რომელიც დემოკრატიისკენ სვლას და უმცირესობების უფლებების დაცვას გულისხმობს.

20 თებერვალს გაერომ გამოაცხადა, რომ ზრდის ახლანდელი ტემპებით, სირიას 50 წელიწადი დასჭირდება, რათა იმ ეკონომიკურ დონეს მიაღწიოს, რომელიც სამოქალაქო ომის დაწყებისთვის ჰქონდა. სირიის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა განადგურდა მრავალწლიანი იზოლაციის შედეგად, რომელშიც ოპოზიციის ჩახშობისა და სამოქალაქო ომის დაწყების გამო მოექცა ასადის მთავრობა, რომელსაც რუსეთი და ირანი უჭერდნენ მხარს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв обыграл Оже-Альяссима на тай-брейке и вышел в финал турнира ATP в Дохе






Эксперт дала советы по организации удачного путешествия с детьми

В РПЦ прокомментировали традицию размещения фотографий на надгробьях

Награды президента стали для Прилепина значимым достижением

Базовый набор продуктов подорожал в Томской области на 20% в 2024г