Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

აშშ-მა და რუსეთმა ჟენევაში არაფორმალური დისკუსიები გამართეს - Reuters

0

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ბოლო თვეებში არაოფიციალურ დისკუსიებს მართავდნენ შვეიცარიაში, სადაც მათი მსჯელობის ძირითადი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ინფორმატორთა ცნობით, მხარეები ამ დისკუსიას განიხილავდნენ, როგორც დამატებით არხს იმ კავშირისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა გასული წლის ნოემბერში აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

შეხვედრის მონაწილეთა შორის, როგორც ამტკიცებენ, იყვნენ ყოფილი დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ არცერთს არ ჰქონია ოფიციალური თანამდებობა და ბუნდოვანია, იმართებოდა თუ არა ეს შეხვედრები ორი ქვეყნის ხელისუფლებების დავალებით. შვეიცარიაში გამართული შეხვედრების მონაწილეთა ვინაობა არ სახელდება. წყაროებისთვის ასევე უცნობია, იღებდნენ თუ არა ამ დისკუსიებში მონაწილეობას უკრაინის წარმომადგენლები.

სააგენტო წერს, რომ ტრამპის მცირერიცხოვანმა მრჩევლებმა იცოდნენ ამ შეხვედრების შესახებ, მაგრამ მასალაში არაფერია ნათქვამი იმაზე, იცოდა თუ არა თავად ტრამპმა.

ამ შეხვედრებიდან ბოლო შეხვედრა, სავარაუდოდ, გასულ კვირაში გაიმართა და დაემთხვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. სააგენტო Reuters-ი მკითხველს შეახსენებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხებზე მსგავსი არაფორმალური შეხვედრები აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გაიმართა 2023-2024 წლებში, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე. იმ შეხვედრებს, როგორც ამტკიცებენ, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ აზრს კარგავს შვეიცარიის არაფორმალური შეხვედრები მას შემდეგ, რაც აშშ-მა და რუსეთმა ელ-რიადში თავიანთი პირველი ოფიციალური მოლაპარაკება გამართეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев убегал с корта по ходу матча с Оже-Альяссимом из-за проблем со здоровьем






Сотрудники СОБР «Столица» провели урок мужества для московских школьников

Малая облачность без осадков ждет Москву 22 февраля

В аэропортах Казани и Нижнекамска ввели временные ограничения

Пожар в институте РАН: замыкание электропроводки, эвакуация и тушение