Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

აზერბაიჯანი მოითხოვს, საქმიანობა შაეჩეროს ბაქოში BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურის ოფისმა

0

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია(BBC) 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვიერი განკარგულების შემდეგ მიიღო "იძულებითი გადაწყვეტილება", დახუროს თავისი ოფისი ბაქოში.

„პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ამგვარი შემზღუდავი ღონისძიება ჩვენს ღრმა მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია BBC-ის წარმომადგენლის განცხადებაში.

BBC-ის ინფორმაციით მიხედვით, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ერთამდე შეამციროს აზერბაიჯანში მომუშავე BBC-ის თანამშრომლების რაოდენობა.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია აღნიშნავს, რომ კორპორაციის ჟურნალისტებმა ვითარების გარკვევამდე შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა ბაქოში, თუმცა BBC აპირებს, გააგრძელოს რეპორტაჟების მომზადება აზერბაიჯანულ ენაზე.

„მოვლენების გაშუქების კუთხით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაართულებს ჩვენს მუშაობას აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისათვის, ჩვენი აუდიტორიისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია BBC-ის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, კომპანიას არ მიუღია წერილობითი ინსტრუქციები აზერბაიჯანის მთავრობისგან, რის გამოც BBC-მ სხვა არხებით მოითხოვა ახსნა-განმარტებების მიღება, თუმცა უშედეგოდ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე არ უპასუხა კომპანიის მოთხოვნას.

BBC News-ის აზერბაიჯანული სამსახური 1994 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანში - ჯერ როგორც რადიომაუწყებლობა, შემდეგ კი ციფრული პლატფორმების სახით. სერვისის ყოველკვირეული აუდიტორია საშუალოდ 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

2024 წლის 7 დეკემბერს BBC-ის რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: „როგორ დააშინა და მოათვინიერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრესა“.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა ჟურნალისტები უცხოურ ფულს იღებენ. არადა, მისი მმართველობის ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში არსებული პირობები იმდენად აუტანელი იყო დამოუკიდებელი პრესისა და ჟურნალისტებისთვის, რომ მათ სპონსორების ძებნა ევროპაში უწევდათ. თუმცა ახლა უცხოური გრანტებისა და დახმარებების მიღება, აზერბაიჯანის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, უკანონო გახდა. შედეგად, ათობით ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა, პოლიტპატიმრების რაოდენობამ კი 300-ს გადააჭარბა“, - ვკითხულობთ სტატიის შესავალში.

2024 წლის ნოემბერში, ბაქოში გამართული გაეროს კლიმატის სამიტის დასრულების შემდეგ, ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს გამოცემა MeydanTV-ის გამომძიებელი ჟურნალისტი რამინ დეკო. გამოცემის სხვა ჟურნალისტები კი დაკითხვაზე დაიბარეს.

BBC-ის სტატიის მიხედვით, აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავებები დაიწყო 2023 წელს, როცა პასუხისგებაში მისცეს საგამოძიებო ვებსაიტის, AbzasMedia-ს თანამშრომლები, რომლებიც თითქმის მთელი შემადგენლობით დააპატიმრეს. მოგვიანებით გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლები, უფლებადამცველები, მეცნიერები და უცხოურ მედიასთან ასოცირებული პოლიტიკოსები.

„აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლების კავშირის“ (რომელიც აერთიანებს არაერთ ცნობილ უფლებადამცველ აქტივისტს) თანახმად, აზერბაიჯანში უკვე 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი ირიცხება. მათ შორის არიან ჟურნალისტები, უფლებადამცველები, პარტიების აქტივისტები და ჯარში წამების მსხვერპლი. როგორც კავშირში ამბობენ, ამ რაოდენობის პოლიტპატიმარი აზერბაიჯანში არ ყოფილა ამ საუკუნის დასაწყისიდან.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის განცხადების ავტორები წერდნენ, თავიდან დამკვირვებლები ცდილობდნენ, გამოეცნოთ დაკავების მიზეზები, ლაპარაკობდნენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებაზე, აზერბაიჯანში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი უფრო მარტივად იყო.

„ჩვენ, როგორც ნებისმიერმა ქვეყანამ, უნდა დავიცვათ ჩვენი მედიასივრცე გარე უარყოფითი გავლენისგან. ყველას მოეთხოვება მოქმედი კანონების დაცვა. აზერბაიჯანს ჰყავს თავისუფალი საზოგადოება, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2024 წლის გაზაფხულის დასაწყისში.

ალიევმა აღიარა, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრების ტალღა, რომელიც დაიწყო 2023 წლის შემოდგომაზე, უკავშირდებოდა უცხოურ დაფინანსებას და საჯაროდ დაუჭირა მხარი პროცესს.

BBC-ის მიხედვით, პირველი მსხვერპლი იყო AbzasMedia, საგამოძიებო მედია, რომელიც იღებდა ევროპულ გრანტებს. AbzasMedia-ს დამფუძნებელი, რედაქტორი და თანამშრომლები ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს დააკავეს.

AbzasMedia-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სად მიდიოდა ყარაბაღისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების დანგრეული სოფლების აღდგენისთვის გამოყოფილი თანხები. ჟურნალისტების მიერ მხილებულ კორუფციულ სქემებში ხშირად ფიგურირებდა პრეზიდენტის ოჯახი.

ცოტა ხნის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იმ მედიაორგანიზაციებისთვისაც მოიცალა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ მსხვილ გამოძიებებში, მაგრამ (Kanal13, Toplum TV, Meclis.info) ასევე დაადანაშაულეს უცხოური ფულის მიღებაში.

BBC-ის სტატიის მიხედვით, თითქმის ყველა ბრალდებული ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და გაუშვეს ციხეში, რასაც ხელი შეუწყო კანონმდებლობამ, რომელსაც აზერბაიჯანი რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად ცვლიდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

«У меня очень много энергии»: Андреева вышла в финал турнира WTA 1000 в Дубае и стала первой ракеткой России






Россиянам рассказали, как получать сразу три пенсии

Михаил Котюков: Российский научный фонд предоставляет возможность регионам страны через совместную линейку проектов заинтересовать молодежь

«Погода обезумит в конец»: россиян предупреждают об аномальном конце февраля и начале марта

Один человек погиб в ДТП с пассажирским автобусом в Новосибирской области