Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

რუსთაველის გამზირზე აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დააკავეს

0
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დააკავა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე ნუცა მახარაძემ გაავრცელა.


კადრებში ჩანს, რომ მარიამ მეყანწიშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ესაუბრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას ეუბნება: "გითხარით და ვერ იგებთ, დაკავებული ბრძანდებით". 


მოგვიანებით, კიდევ ერთი პოლიციელი განმარტავს, რომ აქტივისტი "დაუმორჩილებლობისათვის" დააკავეს. 




რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარისთვის დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.


21 თებერვალს, უწყვეტი პროტესტი 86-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მორიგი პროევროპული აქცია გაიმართა.




პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.


დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.


დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.


„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев убегал с корта по ходу матча с Оже-Альяссимом из-за проблем со здоровьем






Бустмаркет открывает новые возможности для фрилансеров

23 февраля воронежцев пригласили послушать джаз-мануш

Худрук «Ленкома» рассказал о возвращении в театр Певцова и Захаровой

"Иисус из УСБ": РАСКРЫТА ТАЙНА: КАК ЕВРОПЕЙЦЫ ХОТЯТ РОССИЮ ЗАХВАТИТЬ. СЕНСАЦИЯ! Новости. ЭТО НЕ СЕКРЕТНАЯ ИНФОРМАЦИЯ. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!