Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

"გაასაჩივრონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები" - შსს 5000-ლარიან ჯარიმებზე

0
შინაგან საქმეთა სამინისტრო პროევროპული აქციის მონაწილეების 5000 ლარით დაჯარიმებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები "მიზანმიმართულად და ხელოვნურად" კეტავენ რუსთაველის გამზირს.


მათივე თქმით, შსს-ს თანამშრომლები მუდმივად ადგენენ სამართალდამრღვევი პირების ვინაობას და მათ [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით] აჯარიმებს.


"თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.


საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას", - აცხადებს შსს.








უკვე 86 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.


დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.


„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.




 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева близка к победе на WTA в Дубае после блестящего старта






Для москвичей запущена онлайн-викторина в честь Дня защитника Отечества

Хор русской песни «Московская сторонушка» выступит в Солнцево

FT: США при Трампе начали относиться к России как к великой державе

Бустмаркет открывает новые возможности для фрилансеров