შერეული ორთაბრძოლების ჩეჩენმა ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა, რომელსაც ორიოდე თვის წინ "ქართული ოცნების" ლიდერები მასპინძლობდნენ საქართველოში, ცოტა ხნის წინ მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა, რაც მას საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლად შევიდეს აშშ-ში და იასპარეზოს იქ გამართულ ტურნირებში.