Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28

პუტინი აშშ-ს სთავაზობს იშვიათი მეტალების მოპოვებაში თანამშრომლობას

0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახვის ფონზე, უკრაინასთან გააფორმოს შეთანხმება ბუნებრივი რესურსების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში.

24 თებერვალს პუტინმა საგანგებო თათბირი გამართა ამ დარგის განვითარების საკითხებზე, იმავე ღამით კი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა მასთან ინტერვიუ, რომელშიც აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის სურვილზე ილაპარაკა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი იშვიათ მიწათა მეტალების მარაგებით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, საბადოები აქვს კავკასიაში, მურმანსკში, ირკუტსკსა და იაკუტიაში და სიამოვნებით ითანამშრომლებდნენ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორთან, მათ შორის ამერიკელებთან.

პუტინის თანახმად, რუსეთს შეუძლია იშვიათ მიწათა მეტალების მოპოვების დარგში ამერიკელ და სხვა პარტნიორებს თანამშრომლობა შესთავაზოს „ახალ, ისტორიულ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდნენ“ და გარკვეული მარაგი იქაც არსებობს. პუტინი გულისხმობდა უკრაინაში ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში პუტინმა ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა და ინვესტირება შესთავაზა კრასნოიარსკის მხარეში ალუმინის მოპოვების სფეროშიც და განაცხადა, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება 15 მილიარდი დოლარია.

24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ვაშინგტონში გეგმავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შესახებ.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox News-ს უთხრა, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ სასარგებლო წიაღისეულს, ენერგეტიკასა და სახელმწიფო საწარმოებს, უკრაინას მისცემს უსაფრთხოების ეკონომიკურ გარანტიებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.

12 თებერვალს ამ საკითხზე კიევში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

15 თებერვალს მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული შეთანხმების ხელმოწერა, რადგან დოკუმენტი არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების ხელმოწერა შეაჩერა, დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ პროექტი ითვალისწინებდა უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას, დოკუმენტი ნიუ-იორკის სასამართლოს იურისდიქციაში უნდა ყოფილიყო და უკრაინის ნებისმიერ სხვა სავაჭრო შეთანხმებაზე უპირატესი ძალა უნდა ჰქონოდა.

19 თებერვალს მაიამიში საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა უკრაინა გარიგების ჩაშლაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, ამერიკული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა განახლებული შეთანხმება.

უკრაინა ფლობს ისეთ მეტალებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროს სჭირდება. უკრაინის ბუნებრივ რესურსებს შორისაა ურანი, ტიტანი და ლითიუმი. მაგალითად, ლითიუმი წამყვანი კომპონენტია სხვადასხვა, მათ შორის ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის.

ამასთან, ეს ლითონები არ არის პრეზიდენტ ტრამპის მიერ არაერთხელ ნახსენებ იშვიათ მიწათა ელემენტების ნუსხაში, რომელიც 17 მეტალს აერთიანებს. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინას იშვიათ მიწათა ელემენტებიდან აქვს მხოლოდ ერთის, სკანდიუმის მცირე მარაგი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Калинская отказалась от участия в WTA 500 в Мексике: её заменит Векич






«Мощные перемены»: как большой парад планет 28 февраля повлияет на судьбы людей

Троих детей и пятерых взрослых спасли из горящего дома в Москве

Всероссийские соревнования по ментальной арифметике пройдут в Музее Победы

Architecture as Code: моделируем архитектуру предприятия в ArchiMate