ჩილე ენერგომომარაგების გარეშე დარჩა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის მთავრობამ 25 თებერვალს, ადგილობრივი დროით ღამის ათი საათისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 თებერვლის დილამდე დედაქალაქ სანტიაგოში „კომენდანტის საათიც“ მოქმედებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სახლების დაახლოებით 80%-ს და სამთო მრეწველობის ობიექტებს. მიმდინარეობს სამუშაოები ენერგომომარაგების აღსადგენად.
ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო. ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კაროლინა ტოამ კიბერშეტევა გამორიცხა.