საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვრცელი გამოსვლის დროს ზურაბიშვილმა ისაუბრა სამოქმედო გეგმაზეც და თქვა, რომ "უალტერნატივოა" ახალი არჩევნების დანიშვნა.