უკრაინის ქალაქ პოლტავაში მოხსნეს პეტრე I-ის ძეგლი
მისი თქმით, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პეტრე I-ის ძეგლი ქალაქის საჯარო სივრციდან აიღეს. „ეს ნაბიჯი არის სახელმწიფოს დეკოლონიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი“, აღნიშნა მან.
იამშჩიკოვამ თქვა, რომ პოლტავა არის ქალაქი მდიდარი უკრაინული ისტორიით, სადაც „იმპერიული მითების ადგილი არ არის“.
ძეგლი მდებარეობდა პოლტავის ბრძოლის ისტორიის მუზეუმთან. იგი დაიდგა 1950 წელს, მაგრამ ჯერ კიდევ 1915 წელს დამზადდა სანკტ-პეტერბურგში. 1919 წლიდან ძეგლი იდგა პოლტავის პეტრეს სახელობის კადეტთა კორპუსის მთავარ ფოიეში.
პოლტავის ბრძოლა 1709 წლის 27 ივნისს გაიმართა ქალაქ პოლტავიდან 6 მილის დაშორებით. ეს იყო „ჩრდილოეთის ომის“ მთავარი ბრძოლა რუსეთის იმპერიის ჯარებს შორის, რომელსაც მაშინ მეთაურობდა მეფე პეტრე I, და შვედეთის არმიას შორის, რომელსაც მეფე კარლ XII ედგა სათავეში. შვედეთის არმიის დამარცხებას მოჰყვა „ჩრდილოეთის ომში“ რუსეთის სამეფოს სასარგებლოდ გარდატეხა და, საბოლოოდ, გამარჯვება.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უკრაინაში ათასობით ტოპონიმს გადაარქვეს სახელი, მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა დნეპრი (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) და კროპივნიცკი (ყოფილი კიროვოგრადი). 2022 წლამდე სახელებს უცვლიდნენ საბჭოთა ტოპონიმებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყეს რუსეთთან და სსრკ-სთან დაკავშირებული დასახლებების, ქუჩების, სკვერებისა და პარკებისთვის სახელების შეცვლა, ასევე ძეგლებისა და მემორიალური დაფების აღება.
2023 წლის მარტში ვერხოვნა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული სახელების მინიჭებას. 2024 წლის სექტემბერში მან დაადგინა 327 დასახლებისთვის სახელების შეცვლა დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში.
როგორც აღნიშნავენ, შეიცვალა სახელები, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსეთის იმპერიასთან, საბჭოთა დღესასწაულებთან ან არ შეესაბამებოდა უკრაინული ენის თანამედროვე სტანდარტებს.