Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025

ტრამპისა და ზელენსკის კონფლიქტს მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

0
28 თებერვალს ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა მწვავე კონფლიქტმა მძაფრი რეაქციები გამოიწვია მსოფლიოს გარშემო - იმ ფონზე, როცა არადიპლომატიური, ხმამაღალი კამათი კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მიმართულ ძალისხმევას.


ტრამპმა ზელენსკი ღიად დაადანაშაულა "უმადურობაში", მას მოგვიანებით ბრალი დასდო იმაში, რომ იგი "მშვიდობისთვის მზად არ არის" და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა "სანუკვარ ოვალურ ოფისში".


კონფლიქტს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი - მისი თქმით, ზელენსკი "სწორია", რადგან "გარანტიების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია".


"ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთელი ევროპის კონტინენტის რუსეთის მხრიდან ოკუპაციისკენ" - წერს შმიჰალი პლატფორმაზე X.




პლატფორმაზე X უკრაინულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს ზელენსკისადმი მიმართვას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი - "თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ მარტო არასდროს არ ხართ, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის".




ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი პლატფორმაზე X შემდეგ ტექსტს აქვეყნებს:


"უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ აგრესორის მოგერიება. დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი ესაჭიროება. და ეს გამოწვევა ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ".




საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში აგრესორი რუსეთია.


"არსებობს აგრესორი, და ეს არის რუსეთი. და აგრესიას დაქვემდებარებული ხალხი, რომელიც უკრაინაა" - უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს და დასძინა - "ჩვენ სწორი ვიყავით, როცა სამი წლის წინ უკრაინას ვეხმარებოდით და რუსეთს სანქციებს ვაკისრებდით, და გავაგრძელებთ ამის კეთებას".




ინციდენტს გამოეხმაურა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი, სავარაუდო კანცლერი ფრიდრიხ მერცი. "ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ კარგ დროშიც და განსაცდელშიც. ამ საზარელ ომში აგრესორი და მსხვერპლი არასოდეს უნდა აგვერიოს" - წერს ის პლატფორმაზე X გამოქვეყნებულ ტექსტში.




ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ასევე პლატფორმაზე X წერს - "ფინეთი დგას ხალხის, და ხალხის არჩევანის უფლების გვერდით. უკრაინაში ხალხმა თავისუფლება აირჩია".




ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინის გვერდითაა.


"უკრაინავ, ესპანეთი შენთანაა" - წერს სანჩესი პლატფორმაზე X. სანჩესი უკრაინას მყარად უჭერს მხარს 2022 წელს იქ რუსეთის შეჭრის შემდეგ, მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტისას ის გამოვიდა ერთი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დაპირებით.




ოვალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთმაც - ასევე მისმა ერთგულმა მხარდამჭერმა.


"ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ" - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ზელენსკისადმი მიძღვნის შეტყობინებაში, პლატფორმაზე X.




ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კრიტიკის სამიზნე გახდნენ სენატის დემოკრატებისგანაც.


"ტრამპი და ვენსი აკეთებენ პუტინის ბინძურ საქმეს" - წერს სენატში დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი სოციალური მედიით.




უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თავის გამოხმაურებაში დონალდ ტრამპს აქებს.


"ძლიერი კაცები მშვიდობას ამყარებენ, სუსტი კაცები ომს. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მამაცად დადგა მშვიდობის მხარეს. იმის მიუხედავადაც, ეს თუ ბევრისათვის რთულად მოსანელებელი იყო. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!" - წერს ორბანი პლატფორმაზე X.




ოვალურ სახლში მომხდარ კამათს დადებითად შეხვდნენ რუსეთის ოფიციალური პირები. ექსპრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ზელენსკის ტრამპმა "ძლიერი სილა გააწნა".


"სასტიკი დასჯა ოვალურ ოფისში" - წერს ტელეგრამით მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა. მედვედევი ზელენსკის უწოდებს "უმადურ ღორს".




რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, სასწაულია, რომ ტრამპმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯეი დეი ვენსმა თავი შეიკავეს და ზელენსკის არ დაარტყეს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

«Ему придётся уйти из её жизни»: желание Рыбакиной вернуть скандального тренера Вукова сочли катастрофой






Сольный концерт Златы Дзардановой состоится в бард-клубе “Гнездо глухаря”

В России для госслужбы по программе «Время героев» обучили 83 ветерана СВО

Премия «Виктория» и Вики Ли: не только эстрада

Ребенку уже семь: длительное кормление грудью граничит с насилием и инцестом