Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ზელენსკი Fox News-თან: შელაპარაკება ორივე მხარისთვის ცუდი იყო

0
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია Fox News-ს.


ტრამპმა ზელენსკი ღიად დაადანაშაულა "უმადურობაში", მას მოგვიანებით ბრალი დასდო იმაში, რომ იგი "მშვიდობისთვის მზად არ არის" და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა "სანუკვარ ოვალურ ოფისში".


ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ბოდიში არ მოიხადა ამ კონფლიქტის გამო, თუმცა თქვა, დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობა შესაძლებელია გადარჩესო.


"ეს ურთიერთობა სცდება ორ პრეზიდენტს. ეს ისტორიული ურთიერთობაა, ძლიერი კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. და ამიტომაც მე ყოველთვის ვიწყებ... თქვენი ხალხისთვის მადლობის გადახდით ჩვენი ხალხისგან" - უთხრა ზელენსკიმ Fox News-ს.


"რა თქმა უნდა მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის... ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები... ჩვენ ეს გვექნება" - თქვა ზელენსკიმ.


მისი თქმით, ის არაა დარწმუნებული, რომ მან "რაღაც ცუდი" გააკეთა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ შელაპარაკება "ორივე მხარისთვის ცუდი იყო". 


ოვალურ ოფისში მომხდარ კონფლიქტს მოჰყვა გაუქმებული პრესკონფერენცია, გაუფორმებელი შეთანხმება უკრაინის მინერალურ რესურსებზე, და, როგორც ტელეკომპანია Fox News-სი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Теннисистка Блинкова вышла в парный финал турнира в Остине






Интер РАО увеличила прибыль на 8,5%, несмотря на снижение EBITDA и рост расходов

Восставшая из руин: что посмотреть и чем заняться в Чечне

Махачкалинская ВЭС и Самурские малые ГЭС будут введены в эксплуатацию в 2026 г.

В Москве проходит выставка «Герои среди нас»