Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სლოვენიის პრეზიდენტი: უკრაინაში მშვიდობის გზაზე ლიდერი ევროპა უნდა იყოს

0
სლოვენიის პრეზიდენტი ნატაშა პირც მუსარი მხარდაჭერას უცხადებს კიევს და აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში 28 თებერვალს მომხდარი ამბავი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებსა და დიპლომატიის საფუძვლებს.


1 მარტს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სლოვენიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ლიდერობა ევროპამ უნდა იტვირთოს.


„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. კვლავ ვიმეორებთ, რომ აგრესორი არის რუსეთი. აუცილებელია, რომ ჩვენ გავზარდოთ და დავიცვათ დემოკრატიული იდეალები, უზრუნველვყოთ მათი ასახვა ჩვენს ქმედებებსა და ურთიერთობებზე გლობალური მასშტაბით. დადგა დრო, რომ ევროპამ ლიდერის როლი შეასრულოს, უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზაზე”, - დაწერა სლოვენიის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე, 1 მარტს, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატაშა პირც მუსარს მადლობა ასევე X-ზე გადაუხადა. უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა, თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.




28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ომის შეწყვეტის თემაზე. პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დამთავრება სამშვიდობო გარანტიების გარეშე არ წარმოუდგენია. აშშ მას სამშვიდობო გარანტიებს არ აძლევს.


შელაპარაკების დროს, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ - ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.


ოვალურ კაბინეტში, ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება - უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.


Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев на теннисном турнире в Акапулько проиграл Тьену, ранее победившему Медведева






Смоляне продолжают бронировать путевки в Анапу

«Мы вас кормим»: пьяный армянин закатил скандал в ТЦ и заявил, что содержит весь Советский Союз

Делегация из КНДР передала Владимиру Путину «боевой привет» от Ким Чен Ына

В первые два дня весны снежный покров в Москве увеличится до восьми сантиметров