ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
ე.წ. საუბნო კომისიების წევრებმა ხმების დათვლა დაიწყეს.
რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს-ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.