Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მედია: ნორვეგიის კომპანიამ უარი თქვა აშშ-ის სამხედრო გემებისთვის საწვავის მიწოდებაზე

0
ნორვეგიულმა საწვავის კომპანია Haltbakk Bunkers-მა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად უარი თქვა აშშ-ის სამხედრო გემების საწვავით შევსებაზე, იუწყება მრავალი მედიასაშუალება. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შელაპარაკება მოხდა.




მედიასაშუალებები და ბლოგერები იმოწმებენ Haltbakk Bunkers-ის განცხადებას, რომელიც კომპანიის სოცქსელებშია გამოქვეყნებული: „ჩვენ ვნახეთ ყველაზე საზიზღარი სანახაობა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოაწყვეს. დიდი პატივისცემა უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის, რომ თავი შეიკავა, როცა აშშ-მა ეს შოუ მოაწყო. დაუყოვნებლივ ვწყვეტთ ნორვეგიაში აშშ-ის სამხედრო ხომალდებისთვის საწვავის ჩასხმას. დიდება უკრაინას!“




ამჟამად Haltbakk Bunkers-ის Facebook-ის გვერდზე ასეთი პოსტი არ იძებნება.


ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang აქვეყნებს Haltbakk Bunkers-ის საბჭოს თავმჯდომარის, გუნარ გრანის კომენტარს. ის ამ ნაბიჯს „წმინდა სიმბოლურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამან გავლენა მოახდინოს ამერიკის სამხედრო ყოფნაზე ნორვეგიაში. მაგრამ გრანმა თქვა: „ჩვენ ჩვენი მრწამსი გვაქვს და ვიცავთ მას“. გრანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Haltbakk Bunkers არის კერძო კომპანია, და ის არ არის შეზღუდული სახელმწიფო ვალდებულებებით და თავად შეუძლია აირჩიოს საკუთარი კლიენტები.


ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ტორე სანდვიკმა მთავრობის ვებსაიტზე განაცხადა, რომ Haltbakk Bunkers-ის გადაწყვეტილება არ არის ნორვეგიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილი და რომ რეგიონში აშშ-ის ძალებს კვლავაც სრული მოცულობით აღმოუჩენენ საჭირო მხარდაჭერას.


28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის ცხარე კამათი გაიმართა. ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ხელი მოეწერათ იშვიათ მიწათა ლითონების შესახებ შეთანხმებისთვის. დოკუმენტს საბოლოოდ ხელი არ მოეწერა. Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპი აღარ არის დაინტერესებული დოკუმენტის ხელმოწერით.


შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ზელენსკი შეერთებული შტატების უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „შეიძლებამ მაშინ დაბრუნდეს, როცა ის ნამდვილად იქნება მზად მშვიდობისთვის“.


ევროპელი ლიდერების უმეტესობამ დაგმო აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების საქციელი და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის მიმართ. 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянка Блинкова в паре с Юань Юэ выиграла теннисный турнир в Остине






В аэропорту Оренбурга задержаны два утренних рейса

Мария Багреева: Оборот сферы услуг населению за 2024 год вырос на 4,7%

Девелопер «Сияние» приглашает жителей Крылатского на праздничные гуляния в честь Масленицы

Мужчина отправил анониму голые фото жены и потерял полтора миллиона