ბოლო რამდენიმე დღეა ჭიათურელი მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლების ყურადღების მიქცევას აქციებით ცდილობენ. 28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავს და ითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას.