ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლების გადასაყვანად ტენდერი გამოცხადდა. ამ შესყიდვაში არ არის დაკონკრეტებული, გამარჯვებულმა კომპანიამ სად უნდა წაიყვანოს ძაღლები - თავშესაფარში თუ გადაიყვანოს სხვა სივრცეში (დასახლებულში ან დაუსახლებელში).