Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

კირ სტარმერმა ევროპელ ლიდერებს თავდაცვის ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდა

0
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კვირას მოუწოდა ლონდონის ევროპულ სამიტზე შეკრებილ ლიდერებს, რომ გააძლიერონ თავიანთი ქვეყნების თავდაცვის ძალისხმევა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, არამედ მთელი კონტინენტის სტაბილურობის მისაღწევად.

ბრიტანეთის დედაქალაქში მიმდინარეობს ევროპული სამიტი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრა ზელენსკის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის ლიდერმა ვაშინგტონში ვიზიტი ორი დღის წინ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი მოლაპარაკებები ჩაიშალა. ზელენსკისა და ტრამპის, ასევე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის შელაპარაკების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დატოვა. ამავე დროს, გაუქმდა ტრამპისა და ზელენსკის დასკვნითი პრესკონფერენცია და ხელმოწერა მინერალური რესურსების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე.

ლონდონის სამიტში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის, დანიის, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ მინისტრები, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბი. განხილვაში მონაწილეთა შორის იყვნენ ასევე არაევროპული სახელმწიფოს, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაკან ფიდანი. ლონდონის სამიტში მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

ისინი გულთბილად მიესალმნენ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლდიმირ ზელენსკის.

შეხვედრის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უსაფრთხოების ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რაც "თაობაში ერთხელ ხდება." ხოლო უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღწევა "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოსთვის და მრავალი სხვისთვის", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა სამიტის დასაწყისში.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა რამდენიმე სხვა ქვეყანა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა კვირას BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.



„დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც საფრანგეთი და, შესაძლოა, ერთი ან ორი სხვა მხარე, უკრაინასთან ერთად იმუშავებენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ ამ გეგმას აშშ-სთან ერთად განვიხილავთ“, თქვა მან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Блинкова уступила четвертой ракетке мира в четвертьфинале турнира в Остине






Писал музыку для хитов Аллегровой и Кобзона: Стало известно о внезапной смерти пианиста Корчинского

Экспериментальный состав добыл победу: как «Зенит-Казань» обыграл «Локомотив»

Мужчина отправил анониму голые фото жены и потерял полтора миллиона

Девелопер «Сияние» приглашает жителей Крылатского на праздничные гуляния в честь Масленицы