Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 5000 რაკეტის შესაძენ თანხებს მიაწვდის-კირ სტარმერი

0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, გამოაცხადა 1,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლ 2 მილიარდი $) ახალი შეთანხმების შესახებ, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს შეიძინოს 5 ათასი საზენიტო რაკეტა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლიდერმა 2 მარტს ლონდონში განაცხადა.


 


უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინიციატივის ფარგლებში, შეიარაღებული ძალები მიიღებენ 5000-ზე მეტ LMM (მსუბუქი მრავალფუნქციური რაკეტა) გადამტაც რაკეტას და მათ გამშვებ დანადგარს.



"1.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას 2030 წლისთვის. იგი დაფინანსებულია ბრიტანეთის მთავრობის სააგენტოს UK Export Finance (UKEF) მიერ გარანტირებული სესხით", - ნათქვამია ანგარიშში.


ლონდონის სამიტში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის, დანიის, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ მინისტრები, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბი. განხილვაში მონაწილეთა შორის იყვნენ ასევე არაევროპული სახელმწიფოს, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაკან ფიდანი. ლონდონის სამიტში მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.


 


ევროპელ ლიდერებთან ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის მხარდაჭერისკენ აშშ-ებსაც მოუწოდა.

"ევროპამ უნდა შეასრულოს მძიმე შრომა, მაგრამ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის შესანარჩუნებლად და წარმატების მისაღწევად, ამ ძალისხმევას უნდა ჰქონდეს შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა", - თქვა სტარმერმა.



პრემიერ-მინისტრის თქმით, არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს უკრაინის დასახმარებლად დაგეგმილ ევროპულ კოალიციას.


 






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Теннисистка Блинкова вышла в парный финал турнира в Остине






«В клубе ко мне подошли с вопросом: “Парень, а не хочешь для журнала сняться?”». Актер Пётр Рыков рассказал о том, как стал знаменитым в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой».      

Новый кроссовер Jetour X70 начал поступать в автосалоны

Жительницы России назвали худшие подарки на 8 марта

В День памяти татарского кулинара Юнуса Ахметзянова в Казани прошло гастрошоу