Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

0
ხანძარი გაჩნდა რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. 3 მარტს, შუაღამის შემდეგ რუსული ტელეგრამარხები იუწყებოდნენ, რომ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. საწარმო კომპანია „ბაშნეფტს“ ეკუთვნის.


საგანგებო სიტუაციების ადგილობრივმა სამსახურმა განაცხადა, რომ „წინასწარი ვერსიით, ხანძარი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროცესს“. ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ბაშკირეთის რესპუბლიკა არ ყოფილა იმ ფედერალურ სუბიექტებს შორის, რომლებზეც, სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო.




უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ 3 მარტს, დილით ტელეგრამზე დაწერა, რომ „უფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უცნობმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს“.


კოვალენკო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა საწვავით უზრუნველყოფს რუსულ არმიასაც.


რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.




 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Стало известно место Рыбакиной в обновленном рейтинге WTA






Максим Павлюк получил 8 лет колонии за взятки на 15 миллионов рублей

Компания «Скилла работа» примет участие в выставке GOTOVO 2025 — главном событии индустрии готовой еды

РФС и УЕФА обсуждают возвращение российских клубов в еврокубки

В немецком Мангейме автомобиль въехал в толпу