Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჩინეთმა საპასუხო ტარიფები გამოაცხადა კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე

0
ჩინეთმა გამოაცხადა კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე საპასუხო ტარიფები. მანამდე კანადამ ჩინეთს ტარიფები დაუწესა ელექტრომობილებზე, ასევე ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.


კანადიდან იმპორტირებულ რაფსის ზეთზე, ზეთის გამოხდის ნარჩენ პროდუქტზე და ბარდაზე დამატებით 100-პროცენტიანი ტარიფი დაწესდება. ღორის ხორცზე, თევზსა და ზღვის პროდუქტებზე 25-პროცენტიანი დამატებითი გადასახადები დაწესდება. ცვლილებები ძალაში შევა 20 მარტიდან.


კანადამ მსგავსი დამატებითი გადასახადები 2024 წლის ოქტომბერში შემოიღო ზოგიერთი ჩინური საქონლის იმპორტზე: 100 პროცენტი ჩინეთის წარმოების ყველა ელექტრომანქანაზე, 25 პროცენტი ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე.


„კანადის მიერ შემოღებული ზომები სერიოზულად არღვევს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს, არის პროტექციონიზმის ტიპური აქტი და წარმოადგენს დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“, განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ.


კანადამ ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მსგავსი გადასახადები დააწესეს ჩინური წარმოების ელექტრომობილებსა და სხვა საქონელზე. დასავლეთის მთავრობები ამბობენ, რომ ჩინეთის სუბსიდიები მათ მრეწველობას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს.


თებერვლის დასაწყისში ჩინეთმა საპასუხო ტარიფები შემოიღო ამერიკიდან იმპორტზე და დაიწყო გამოძიება ჩინურ ბაზარზე ამერიკული კორპორაცია Google-ის მუშაობის შესახებ. ქვანახშირისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს 15-პროცენტიანი გადასახადი დაუწესდა, ხოლო ნედლი ნავთობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მძლავრი ძრავის მქონე მანქანების იმპორტს - 10-პროცენტიანი. ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, 10-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდეს აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტს.


მოგვიანებით ტრამპმა გადაწყვიტა, ჩინურ საქონელზე ტარიფების 20 პროცენტამდე გაზრდა. ამის საპასუხოდ ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე დამატებით 10-15 პროცენტიანი ტარიფი დააწესა. გარდა ამისა, პეკინმა გამოაცხადა ექსპორტის კონტროლის სიის გაფართოების შესახებ და მასში 15 ამერიკული კომპანია შეიყვანა. ჩინეთის ხელისუფლების თქმით, ეს კომპანიები საფრთხეს უქმნიან ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს. სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова с победы стартовала на турнире WTA в Индиан-Уэллсе






Эксперты отреагировали на сообщения о возможном проведении в РФ новой мобилизации: свежие данные на 09.03.2025

В Подмосковье ожидается переменная облачность и +11 градусов

Российско-американские мирные переговоры прошли в Стамбуле

В Химках возбуждено уголовное дело по факту гибели девочки, провалившейся под лед