Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ანალიზი: უკრაინას საუდის არაბეთის მოლაპარაკებებზე მოგებიანი ბანქო არ უჭირავს

0
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა კით კელოგმა რამდენიმე დღის წინ უკრაინა ურჩ ჯორს შეადარა, რომელსაც თავზე ფიცარი გადაამტვრიეს. კელოგი კომენტარს აკეთებდა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე უკრაინისათვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ამ ნაბიჯების ამოცანაა უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს.


„ამის აღწერის საუკეთესო საშუალებაა, ჯორს რომ ცხვირზე გადაარტყამ ორი ოთხზე [ზომის] ფიცარს, - თქვა კელოგმა, - ეს მის ყურადღებას მიიპყრობს”.


სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინის უმსხვილესმა სამხედრო მხარდამჭერმა თავისი მიზნის მისაღწევად დიდი ჯოხი გამოიყენა, რამაც, როგორც ჩანს, იმუშავა.


„ეს არის ზეწოლა მათ დიპლომატიურ საქმიანობაში ჩასართავად... ეს იძულებითი მექანიზმია, რათა ისინი მაგიდასთან დავსვათ”, - თქვა კელოგმა 6 მარტს ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე.




უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 მარტს ელ-რიადში გაემგზავრება, რათა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდეს, რასაც მოჰყვება უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ჯედაში, კვირის ბოლოს.


ბოლო რამდენიმე დღის დინამიკის ამგვარ ხედვას იზიარებს ერთი ანალიტიკოსიც, რომელიც 7 მარტს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ესაუბრა.


„მათ გადაწყვიტეს ზეწოლა მოეხდინათ უფრო სუსტ მხარეზე”, - თქვა ევჰენ მაჰდამ, უკრაინელმა პოლიტოლოგმა და კიევის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა.


„აშშ მსოფლიო წესრიგს მხოლოდ თავდაყირა კი არ აყენებს. ის აჩვენებს, იცით, პოლიტიკის ერთგვარ კარიკატურას“, - თქვა მაჰდამ.




ასეთივე მწარე იყო ლონდონში უკრაინის ელჩის, ვალერი ზალუჟნის კომენტარი, რომელმაც ამ კვირაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის „განადგურებაში“.


მიუხედავად ამისა, უკრაინელი მომლაპარაკებლების მომავალ კვირას ჯედაში ჩასვლა იმაზე მეტყველებს, რომ ოფიციალურმა კიევმა აღიარა - მათ ახლა დიდი არჩევანი აღარ დარჩათ. ან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იტყოდა, ხელში ბევრი კარტი არ უჭირავთ.


ზელენსკის ტონიც ბოლო დღეებში ამაზე მეტყველებს.


„პარასკევს ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც ეს იყო ნავარაუდევი. საწყენია, რომ ეს მოხდა, - დაწერა მან 4 მარტს X-ზე, - მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით მყარი მშვიდობის მისაღწევად“.




კელოგი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს უკან იჯდა, როდესაც ოვალურ კაბინეტში ფეთქებადი შეხვედრა წარიმართა. „რინგთან ახლოს ვიჯექი”, - თქვა მან და დასძინა, რომ ზელენსკიმ ვითარება არასწორად შეაფასა.


„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში არ უნდა გამოიწვიო”.


მიუხედავად იმისა, რომ კელოგის ციტატას ჯორის შესახებ დიდი რეზონანსი მოჰყვა, მან სხვა კომენტარებიც გააკეთა, რაც დამატებით წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას.




მთავარი პირველი ნაბიჯი იქნება წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ვაშინგტონში უნდა გაფორმებულიყო.


„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტი ტრამპი არის ტრანზაქციის ლიდერი და ტრანზაქციები იწყება ეკონომიკით”, - თქვა მან.


კელოგმა განაცხადა, რომ ამას უნდა მოჰყვეს უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ საბაზისო მოთხოვნების ჩამოწერა. მისი თქმით, რუსეთმა ეს უკვე გააკეთა.




მაჰდა, უკრაინელი ანალიტიკოსი, ჩივის, რომ ტრამპი რუსეთზე არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს, „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა თავისი დამოუკიდებლობისთვის ომს აწარმოებს“.


7 მარტს ტრამპმა Truth Social-ზე რუსეთის წინააღმდეგაც გამოიყენა ჯოხი.


„მე სერიოზულად განვიხილავ რუსეთის მიმართ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებს, სანქციებს და ტარიფებს, ვიდრე არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება”, - დაწერა მან.


„რუსეთსა და უკრაინას - მიუსხედით მაგიდას ახლავე, სანამ გვიანი არ არის“.


ვითარების ამგვარი ხედვა, სადაც ორივე მხარეს ერთნაირი სტატუსი ენიჭება, უკრაინელებისათვის აშკარად მტკივნეულია. ზელენსკის მცდელობა, დაერწმუნებინა ტრამპი, რომ მისი ქვეყანა აგრესიის მსხვერპლია და ამიტომ მორალურად სწორია მისი მხარდაჭერა, წარუმატებელი აღმოჩნდა.




კელოგმა თქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინის მოკავშირის კი არა, „ობიექტური თანამოსაუბრის როლს“ შეასრულებს.


კიევსა და ბევრ სხვა ევროპულ დედაქალაქში კი შიშობენ, რომ ვაშინგტონი არც ამას აპირებს. ისე ჩანს, თითქოს ამერიკა მიიჩნევს, რომ მისი და მოსკოვის ინტერესი თანხვედრაშია. ვითარების ამგვარმა აღქმამ ევროპას უბიძგა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.


ზელენსკი, როგორც ჩანს, ნამდვილად ააღელვა ევროპული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოვლენამ. ბოლო დღეებში ლონდონსა და ბრიუსელში ჩატარებულ შეხვედრებზე განაცხადეს, რომ ბრიტანული და ფრანგული დაზვერვა შეეცდებოდა ამერიკელების მიერ დატოვებული უფსკრული შეევსოთ.


თუმცა რეალობა ის არის, რომ ეს მაინც მეორე საუკეთესო დახმარებაა. მას შეუძლია უკრაინას გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაეხმაროს ფრონტის შენარჩუნებაში, მაგრამ ის სწრაფად ვერ ჩაანაცვლებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას აქამდე ჰქონდა.


„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ (აშშ-ის წარმოების) "პატრიოტის" რაკეტების ევროპული ეკვივალენტები ... სწრაფად, ჯადოსნური ჯოხის დაქნევით არ გაჩნდება“, - თქვა მაჰდამ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Блинкова проиграла Кесслер в первом круге турнира WTA в Индиан-Уэллсе






Легализовавший в России 10 тысяч иностранцев экс-полковник МВД лишился нажитого «непосильным трудом»

Певец SHAMAN назвал Екатерину Мизулину своей девушкой на концерте в Москве

Al Jazeera: более 230 военных погибли при столкновениях в Сирии

Седокова анонсировала первую песню после смерти бывшего мужа Тиммы