Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

შიკორსკის თქმით, თუ მასკის Starlink-ი უკრაინისთვის არასანდო გამოდგება, სხვა პროვაიდერი უნდა მოიძებნოს

0
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ უკრაინაში Starlink-ის საკომუნიკაციო ქსელის ალტერნატივის მოძებნის შესაძლებლობა დაუშვა სისტემის მფლობელის, კომპანია SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის კომენტარის შემდეგ.


„თუ SpaceX მომსახურების არასანდო მიმწოდებელი აღმოჩნდება, მაშინ ჩვენ სხვების მოძებნა მოგვიწევს,“ დაწერა შიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.


მანამდე ილონ მასკმა X-ზე გამოაქვეყნა, რომ მისი სისტემა Starlink „უკრაინის არმიის ხერხემალია“. „მათი მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ მას გამოვრთავ“, წერს მასკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ ადამიანად ითვლება. იმავე პოსტში მასკმა უკრაინის ომს უწოდა „ჩიხში მოქცეული მრავალწლიანი სასაკლაო“ და გამოთქვა მოსაზრება, რომ კიევს არ შეუძლია კონფლიქტში უპირატესობის მოპოვება. „ვინც ნამდვილად ზრუნავს, ფიქრობს და ესმის, იმას ენდომება, რომ ეს ხორცსაკეპი გაჩერდეს“, წერს მასკი და ტექსტს ამთავრებს სიტყვებით: „მშვიდობა ახლა!!“.


მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ დაწერა, რომ „უკრაინისთვის Starlink-ის მომსახურებას იხდის პოლონეთის დიგიტალიზაციის სამინისტრო“ და ეს წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს. „აგრესიის მსხვერპლის მიმართ მუქარის ეთიკურობას რომ თავი დავანებოთ, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვები ვეძებოთ“, წერს შიკორსკი X-ში.


2025 წლის თებერვალში ილონ მასკმა მცდარი უწოდა Reuters-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეიძლება Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა შეუწყვიტოს, თუკი ჩაიშლება მოლაპარაკებები ბუნებრივ რესურსებზე გარიგების შესახებ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Вероника Кудерметова

Казанская теннисистка Полина Кудерметова вышла в третий круг «тысячника» в США






Минстрой установил нижние границы жилплощади в регионах

Поместье, квартиры, частные дома и машины: сколько стоит имущество Блиновской

У основателя пирамиды «МММ» Мавроди не нашлось наследников

«До сих пор кажется, что живой» — родные о Герое РФ Петре Киприянове