Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

NBC News: უკრაინისთვის დახმარების აღსადგენად ტრამპისთვის საკმარისი არ არის წიაღისეულზე შეთანხმება

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებთან პირად საუბრებში თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა „არ იქნება იმისთვის საკმარისი, რომ დახმარება და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება განუახლდეს“ უკრაინას. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და კიდევ ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.


ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ ზელენსკი რუსეთთან დათმობებზე წავიდეს. NBC ამის მაგალითად ასახელებს უკრაინის მიერ უარის თქმას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ჩინოვნიკების თქმით, ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ გადადგას ნაბიჯები უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად და, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს“, აღნიშნავს ტელეარხი.


უკრაინაში კანონით არის აკრძალული საომარი მდგომარეობის პერიოდში არჩევნების ჩატარება. ადრე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, თუმცა ყველა მათგანი ეწინააღმდეგება სამხედრო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების გამართვას.




ამ კვირის დამდეგს შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და სამხედრო დახმარება შეაჩერა „რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თარიღის დანიშვნამდე“. კერძოდ, უკრაინამ დაკარგა წვდომა Maxar-ის კომერციულ სატელიტურ ფოტოებზე და ამერიკული F-16 გამანადგურებლების ტექნიკურ მხარდაჭერაზე.


დახმარების შეწყვეტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავრობა მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.


მომავალ კვირაში საუდის არაბეთში იგეგმება შეხვედრა შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв проиграл на старте турнира ATP в Индиан-Уэллсе






Загадка желтых цветов: Что нам продают под видом "мимозы"?

СК подаст в суд ходатайство о мере пресечения для блогера Митрошиной.

Тарпищев назвал условие, при котором «Спартак» может выиграть РПЛ

Если бы не Чубайс, Россия могла освоить выпуск сверхбыстрых чипов для национальной связи 5G еще 10 лет назад