Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

FT: საუდის არაბეთში შეხვედრაზე უკრაინა "ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის" წინადადებით გამოვა

0
გამოცემა Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე შეეცდება, დაარწმუნოს აშშ, განაახლოს სადაზვერვო მონაცემებისა და სამხედრო დახმარების მიწოდება. ამისთვის კიევი მზად არის, რუსეთს შესთავაზოს, შეწყდეს დრონებითა და რაკეტებით შორეული დარტყმები და შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებები.


ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა Financial Times-ს უთხრა, რომ მოცემულ მომენტში კიევს სურს, ურთიერთობები მოაგვაროს აშშ-სთან.


როგორც მოსალოდნელია, 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება შეხვედრა უკრაინასა და აშშ-ს შორის. ამერიკის მხრიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი. უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი.


გასულ კვირაში აშშ-მა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, ასევე შეწყვიტა სამხედრო დახმარების მიწოდება მანამდე, სანამ „დადგინდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თარიღი“. კერძოდ, უკრაინას შეუჩერდა Maxar-ის კომერციულ სატელიტურ ფოტოებზე წვდომა და F-16 გამანადგურებლების ტექნიკური მხარდაჭერა.


9 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-მა „თითქმის“ განაახლა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. მან დასძინა, რომ კიევთან მოლაპარაკებებზე „კარგ შედეგებს“ მოელის.




სააგენტო Reuters-ი ორ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთის შეხვედრაზე აშშ-ს სურს დაადგინოს, მზად არის თუ არა უკრაინა „რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს“, რათა დაასრულოს ომი.


დახმარების შეჩერების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მზად არის, „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში“ მოაწეროს ხელი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Людмила Самсонова

Российские теннисистки Самсонова и Касаткина сыграют в 3-м круге Индиан-Уэллса






Леонид Агутин и Владимир Пресняков, Филипп Киркоров и Люся Чеботина, Дима Билан и Zivert: Все звезды на сцене Кремля в шоу «Авторадио. Классика. Дуэты»

Мероприятия по случаю 8 Марта в парках Подмосковья посетили 56 тысяч гостей

Пользователи сети нашли сходство "позитивного бизнесмена" Василенко с "Гравити Фолз"

«Отзыв ходатайства»: экс-министр Улюкаев отозвал прошение о снятии судимости