უკრაინის პრეზიდენტი ჯიდაში ჩავიდა
გავრცელებული მოლოდინით, ზელენსკი შეხვდება სამეფოს პრინცს და პრემიერ-მინისტრს, მუჰამედ ბინ სალმანს.
ბინ სალმანი შუამავალი იყო ელ-რიადში 18 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებაში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის.
11 მარტს ჯიდაში დაგეგმილია მოლაპარაკება ვაშინგტონსა და კიევს შორის. ზელენსკი ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ აპირებს.
უკრაინის დელეგაციის სათავეშია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი იერმაკი, მასთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა.
ამერიკის მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.
CNN-ს წყაროებმა დეტალების დაუკონკრეტებლად აცნობეს საუდის არაბეთში ამერიკის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ამ კვირაში არ იგეგმება მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვა საუდის არაბეთში.