RBC: რუსეთის პოლიციას ტექნიკა არ ჰყოფნის სმარტფონებში შეღწევისთვის
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემები დაიწყო 2022 წელს, როცა მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი დატოვა ბევრმა უცხოურმა კომპანიამ, ხოლო ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დააკისრეს. მაშინ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება შეწყვიტეს აშშ-ის, შვეიცარიისა და ისრაელის კომპანიებმა. ბაზარი დატოვა ასევე საერთაშორისო კომპანია BelkaSoft-მა, მისი ხელმძღვანელი, იური გუბანოვი რუსეთიდან წავიდა.
რუსეთის პოლიციისა და ეფესბეს განკარგულებაში რჩება ეროვნული წარმოების "მობილური კრიმინალისტი", ჩინეთის MagiCube-ი და რუსეთის კომპანია Elcomsoft-ის წარმოების პროდუქტები. კრიმინალისტების თქმით, ამ აღჭურვილობათა შესაძლებლობები უფრო დაბალია, ვიდრე მათი ამერიკული და ევროპული კონკურენტების.
მობილური მოწყობილობებიდან ინფორმაციის გამოტანა ხდება გამოძიების მიმდინარეობისას. ეს შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ მიმოწერის ნახვას და ზარების კონტროლს, არამედ მოცემულ მომენტში პირის ადგილმდებარეობისა თუ კონკრეტულ რაიონში რამდენიმე ეჭვმიტანილს შორის კავშირის დადგენასაც.