Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

როგორ აღმოჩნდა რუსული დესანტი სუჯაში და რა ხდება იქ?

0
მთელი კვირაა ვითარება უკიდურესად დაძაბულია უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სუჯის რაიონში, სადაც, რუსეთის სარდლობის ცნობით, დაჯგუფება „სევერის“, სადესანტო-მოიერიშე დანაყოფისა და სპეცდანიშნულების პოლკ „ახმატის“ მებრძოლებმა გასული კვირის ბოლოს რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს და ცდილობენ ალყაში მოაქციონ ქალაქ სუჯაში გამაგრებული უკრაინული ქვედანაყოფები.


ალყის ოპერაციის მთავარ ძალად რუსული წყაროები ასახელებენ მრავალრიცხოვან (800-კაციან) სადესანტო-მოიერიშე ჯგუფებს, რომლებმაც გაზსადენ ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მილსადენის გავლით შეაღწიეს ქალაქ სუჯის „პრომზონაში“ და მთლიანად დაიკავეს იგი.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი ამტკიცებს, რომ კურსკის ოლქში სიტუაციას უკრაინული სარდლობა აკონტროლებს, ხოლო რუსი სამხედროები, რომლებმაც გაზსადენის საშუალებით შეაღწიეს სუჯის ოლქში, დიდ დანაკარგებს განიცდიან.


მაგრამ ოპერატიული ვითარება რთულია სუჯაში დარჩენილი უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც, გენერალ ოლექსანდრ სირსკის თანახმად, 10 მარტის მდგომარეობით ორგანიზებული უკან დახევა დაიწყეს.


"ასეთი რამე მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ეს უკრაინის სარდლობის შეცდომაა"

უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასა და მის გარშემო არსებულ დასახლებულ პუნქტებს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინის ხელისუფლებისთვის.


„აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანით... უკრაინა ამტკიცებს, რომ მართლაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და სწორედ ისეთი ზეწოლის გარანტიას იძლევა, როგორიც საჭიროა - აგრესორზე ზეწოლისათვის“, - განაცხადა 2024 წლის 11 აგვისტოს კურსკში უკრაინის სამხედრო ძალის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


სწრაფი და კარგად დაგეგმილი იერიშებით უკრაინის სადესანტო-მოიერიშე და სახმელეთო ნაწილებმა 2024 წლის 6 აგვისტოს გადალახეს სახელმწიფო საზღვარი და შეიჭრნენ რუსეთის კურსკის ოლქში. უკვე 9 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას და 25-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებდნენ.




მაგრამ გასული წლის აგვისტოშივე რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა შეძლეს მოწინააღმდეგის ლოკალიზება და უკვე შემოდგომიდან მოყოლებული წამოიწყეს მასობრივი იერიშები უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად, რაშიც 2024 წლის ბოლოს რამდენიმე ათასი ჩრდილოკორეელი სამხედროც გამოიყენეს.


გასული წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის სამხედრო ძალის კონტრშეტევების შედეგად, უკრაინამ დაკარგა მის მიერ დაკავებული კურსკის რეგიონის ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი.




2025 წლის ზამთარში რუსეთის არმიის ინიციატივა კიდევ უფრო გამოიკვეთა. რუსეთის სარდლობა ცდილობდა გამოეყენებინა მოწინააღმდეგის ყველა სისუსტე, იქნებოდა ეს ცენტრიდან საკმაოდ დაშორებით გადასროლილი ქვედანაყოფების სუსტი ლოგისტიკა, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დეფიციტი თუ შემოვლითი მანევრებისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიციები.


ამასთან, სადაზვერვო ცნობები ცხადყოფდა, რომ სულ მალე რუსეთის არმია დაიწყებდა მთავარი ციტადელის - ქალაქ სუჯის აღების ოპერაციას.



„სარდლობას ასევე უნდა გაეთვალისწინებინა კურსკის ოლქში გამავალი ურენგოი-პომარი-უჟგოროდის გაზსადენის ფაქტორი, რომლის გამოყენებასაც მოწინააღმდეგე შეეცდებოდა, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინის არტილერიისა და დრონების საცეცხლე ზემოქმედება და ზურგში მოჰქცეოდა ქალაქ სუჯის დამცველებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ასეთი მანევრი ერთხელ უკვე გამოიყენა დონეცკის ოლქში, მილსადენის საშუალებით დესანტირების გამეორების მცდელობა კიევისათვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვით უკრაინაში მეომარმა ქართველმა ოფიცერმა.


ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 17 თებერვალს, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის სამხრეთით გამავალი მილით მოახერხეს ზურგიდან შემოევლოთ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. მაშინ მოწინააღმდეგე მნიშვნელოვნად წაიწია წინ ფლანგებზე და ქალაქის გარშემო რკალის შევიწროება დაიწყო. ერთი თვის შემდეგ ქალაქი ავდეევკა უკვე ოკუპირებული იყო.




 


ოპერაცია "ნაკადი", სამზადისი და განვითარება - განსხვავებული ვერსიები

რუსეთის სარდლობამ გაზსადენი ურენგოი-პომარი-უჟგოროდი გამოიყენა, რათა უკრაინული დრონებისგან შეუმჩნევლად გაენადგურებინა უკრაინის მოიერიშე ასეული სუჯის რაიონში მდებარე უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე და შეექმნა პლაცდარმი ძირითადი ძალებისთვის. ამის შესახებ 8 მარტს ცნობა ფეისბუკის საშუალებით სამხედრო ჟურნალისტმა და უკრაინული გამოცემა „ცენზორ.ნეტ“-ის მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა გაავრცელა.




რუსეთის არმიის მიერ გაზსადენის გამოყენებით უკრაინის თავდაცვის ზურგიდან შემოვლის მცდელობაზე უკრაინულ სამხედრო წყაროებთან დაახლოებულმა პროექტმა DeepState-მაც დაწერა. ცნობას ადასტურებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, მიროსლავ ჰაი. მისი თქმით, მოწინააღმდეგემ მაგისტრალური გაზსადენ „პროგრესის“ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიყენა იმისათვის, რომ საინჟინრო ნაგებობების წყალობით გაემეორებინა ავდეევკის შტურმის სცენარი.



თავდაპირველ უკრაინულ ცნობებში არაფერი იყო ნათქვამი ასეთი მანევრის შედეგზე. მოსკოვი კი მორიგ წარმატებულ ოპერაციას „ზეიმობდა“.


ყველას დაასწრო ჩეჩენმა გენერალმა აპტი ალაუდინოვმა. გასული წლის აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაწინაურებულმა, რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელმა“, აპტი ალაუდინოვმა ტელეგრამის არხით გავრცელებულ განცხადებაში გაზსადენის საშუალებით განხორციელებულ ოპერაციას უწოდა „ისტორიულად წარმატებული ოპერაცია“. სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, სარდლობის გადაწყვეტილება მტრის ზურგში მოქცევისთვის მრავალკილომეტრიანი მიწისქვეშა კომუნიკაციის გამოყენების შესახებ „არა მხოლოდ სპეცსამსახურების, არამედ რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოებშიც შევა“.


რუსი სამხედრო ბლოგერები და ჟურნალისტები წერენ, რომ ოპერაციას, რომელიც 16-კილომეტრიანი გაზსადენის გავლას და მტრის ზურგში მოქცევას ითვალისწინებდა, რუსეთის სარდლობა სამ კვირაზე მეტხანს ამზადებდა.


კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ყოფილი მეთაურის, მეტსახელად „ზომბის“ თანახმად, ოპერაციას ეწოდებოდა „პატალოკი“ (потолок - ჭერი), რომლის პირველ ეტაპზე საჭირო გახდა გაზსადენიდან ბუნებრივი აირის ნარჩენების ამოტუმბვა და მისი ჰაერით შევსება. ამის შემდეგ დაიწყო შესაბამისი პირობების მომზადება, რასაც მილსადენში ჯარისკაცების ხანგრძლივი ყოფნა უნდა უზრუნველეყო - პროვიზიის შეტანა, საბრძოლო მასალის მარაგის შექმნა და ტუალეტების მოწყობა.


გაზსადენი ურენგოი-პომარი-უჟგოროდი - უზრუნველყოფს გაზის საექსპორტო მიწოდებას დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინის გავლით. რუსული მონაკვეთის სიგრძე 3291 კმ-ია. მილის დიამეტრი - 1420 მმ. საპროექტო სიმძლავრე - 32 მლრდ მ³ წელიწადში.


რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ანასტასია კაშევაროვას ცნობით, რუსმა მოიერიშე ჯგუფებმა, დაახლოებით 800-მა კაცმა, 15 კილომეტრი და 750 მეტრი ორ დღე-ღამეში გაიარეს, შემდეგ 4 დღე დაისვენეს და ემზადებოდნენ იერიშისთვის, რა დროსაც მილსადენს უკრაინელმა სამხედროებმა კასეტური ბომბები დაუშინეს. მაგრამ რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, ეს დაგვიანებით მომხდარა, რასაც ხელი არ შეუშლია რუსი სამხედროების მოწინააღმდეგის ზურგში შესვლისა და მის რიგებში „პანიკის გამოწვევისთვის“.




მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს უკრაინის სარდლობა.




უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ჯარების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, თავდაცვითი ძალების საჰაერო დაზვერვამ დროულად აღმოაჩინა ზურგში მტრის შეჭრის მცდელობა და ძლიერი ცეცხლი გახსნა მის მოსაგერიებლად.



„მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალაზე განხორციელდა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები, გამოიყენება სხვადასხვა უპილოტო სისტემა“, - დაამატეს სადესანტო-მოიერიშე ძალებში.


იმავეს ამტკიცებს თავის ფეისბუკის პოსტში ჟურნალისტი იური ბუტუსოვიც.


პროექტ DeepState-ის ანალიტიკოსებმა ბრძოლების ადგილების გეოლოკაციური რუკა შეადგინეს. მათი ანალიზით, რუსეთის დესანტის კონცენტრაციის სავარაუდო რაიონს წარმოადგენს სუჯის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ბოგდანოვკის აღმოსავლეთი რაიონი.


 




ოფიცერ მიროსლავ ჰაის მონაცემებით, უკრაინელმა მედესანტეებმა მოახერხეს წარმატებული თავდაცვის ორგანიზება, ვიდრე მტერი ჯერ კიდევ გაზსადენის მილში იმყოფებოდა და დაელოდა მის გარეთ გამოსვლას და შეგროვებას.

„ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, მილიდან გამოსასვლელი ჩაიხერგა, რამაც გამორიცხა მტრის ჯგუფის ევაკუაცია. შემდეგ იყო განადგურება. ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დაახლოებით 80%“, - აცხადებს ჰაი.


უკრაინელებმა გადაიტაცეს რუსი სამხედროების რადიოკავშირი, რომელზეც მოწინააღმდეგის ჯარისკაცები ჩივიან, რომ „სარდლობამ ისინი უეჭველ სიკვდილზე გაგზავნა“.


საბოლოო ჯამში, რუსულ „ტელეგრამის“ არხებზე გამოჩნდა ვიდეოები, სადაც მილში მყოფი სამხედროები ჩანან. ერთ-ერთი მათგანი აღშფოთებით ამბობს, რომ ისინი სუჯისკენ მიემართებიან და რომ ქალაქამდე დაახლოებით 12 კილომეტრის გავლა სჭირდებათ.



„ჩვენ იქამდე, რა თქმა უნდა, ჩავაღწევთ, მაგრამ აღშფოთებული ვართ. თავი მოგვაბეზრა ჩვენმა სარდლობამ, რომელიც ყოველგვარ უტვინო ამოცანაზე გვგზავნის. ტყვიამფრქვევებიც კი ჩამოგვართვეს“, - ჩივის მებრძოლი.




კიდევ ერთმა რუსმა „ვოენკორმა“ (სამხედრო კორესპონდენტი - რედ.) გაავრცელა ცნობა, რომ იერიშში ჩართულ ერთ-ერთ ქვედანაყოფს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის მილში ყველაფერი მზად იყო ოპერაციისთვის: ვენტილაცია, წყალი, საჭმელი, კავშირი და ტუალეტები. მაგრამ სინამდვილეში, როგორც „ვოენკორი“ წერს, რიგიანად არაფერი იყო მომზადებული, ხოლო რუს სამხედროთა ნაწილი გზაში გაიგუდა, სავარაუდოდ, გაზსადენში დარჩენილი მეთანის შედეგად.



თუ არ ჩავთვლით გენერალ აპტი ალაუდინოვს, რუსეთის სამხედრო უწყებას გაზსადენის საშუალებით ქალაქ სუჯაში დესანტის გადასროლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებია.
კვირას საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები განდევნეს კურსკის ოლქის სამი სოფლიდან - მალაია ლოკნიადან, ჩერკასკოე პორეჩნოედან და კოსიციდან.
მანამდე, 8 მარტიდან მოყოლებული, რუსეთის სამხედრო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა კურსკის ოლქის სოფლები ლებედევკა, ვიქტოროვკა, ნიკოლაევკა და სტარაია სოროჩინა.
ორშაბათ საღამოს უკრაინის გენშტაბმა „ტელეგრამის“ საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფების სუჯაში ალყაში მოქცევის საფრთხე აღარ არსებობს, რაც მოგვიანებით არმიის მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმაც დაადასტურა.
ამასთან, სირსკიმ ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის ჯარების უკანდახევა „თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე“.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Индиан-Уэллсе






Discord упал по всему миру

В Мурманской области за пять лет отремонтировано более 1200 дворовых проездов

В Подмосковье за неделю опубликовали еще более 20 социально значимых закупок

Метеоролог Позднякова: В столичном регионе похолодает до нуля в конце недели