Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ფინანსურმა პოლიციამ „გადაუდებელი აუცილებლობით“ გაჩხრიკა

0

ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი (გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი) თბილისის საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთ ოთახში გაჩხრიკეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) თანამშრომლები სასამართლოს შენობაში მასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც მის წინააღმდეგ ფულის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარებულიყო ირაკლი პაპიაშვილისა და მისი თანმხლები პირის გადაუდებელი ხრეკა: „დადგენილებაში წერია, რომ ეძებენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას“.

პაპიაშვილმა ადვოკატის ჩართვის შემდეგ განაცხადა ჩხრეკაზე თანხმობა - სასამართლომ ამისთვის ერთ-ერთი ოთახი გამოყო. ჩხრეკა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიზნესმენის ცნობით, ჩხრეკა ტარდება მისი და მისი ბიზნესპარტნიორის, გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლებშიც.

ირაკლი პაპიაშვილის პირადი ჩხრეკის შემდეგ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ავტომობილში განაგრძეს.

მასალა განახლდება




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Янчук: Рублев хочет все выиграть, но он немного перегорает, перенапрягает себя изнутри






Адвокаты рассказали, как вернуть не понравившиеся подарки на 8 Марта

Отделение СФР по Москве и Московской области оплатило свыше 243 тысяч дополнительных выходных дней по уходу за детьми с инвалидностью

Сафонов сказал несколько слов после победы над «Ливерпулем»

Все краны закрыты, а расходы растут: эксперт по ЖКХ рассказал, как избежать лишних трат за коммунальные услуги