პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა ყოფილ ცოლზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ "ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა". პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს. სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ლუკა კურტანიძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალდება წარედგინა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია);11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს. 53 წლის ელდარ (ლუკა) კურტანიძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ, ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს შეაჩეროს ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილ ცოლს აგინებს, მისკენ მიიწევს, ქალი ძირს ვარდება, კურტანიძე ისევ აგრძელებს გინებას და კვლავ მასთან მისვლას ცდილობს. კაცის შეჩერებას პოლიციასთან ერთად იქ მყოფებიც ცდილობენ. კურტანიძე მათ ეწინააღმდეგება და ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს. ლუკა კურტანიძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" (2015-2016 წლებში); საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012-2014 წლებში; შსს-ს აკადემიის პრორექტორი 2013-2015 წლებში. 2002 და 2003 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.
Форум-фестиваль «Москва 2030» подготовил насыщенную программу на 9 и 10 августа
AI-скоринг от Cware Labs — революция в анализе Web3-проектов
В Алтайском крае не будут проводить проверку на предмет чрезмерного роста тарифов на ЖКУ
Кубанский казачий центр «Баско» не остался в стороне от людской беды и принял участие в ликвидации последствий ЧС в Туапсинском районе Краснодарского края.
Защищённый планшет промышленного класса Saotron RT-W11
Коми, Камчатку, Архангельскую, Иркутскую, Калужскую, Костромскую, Курскую, Свердловскую и Оренбургскую области эксперты отнесли к регионам, где на осенних выборах "протестный потенциал выше среднего", говорится в докладе...
Чёрный день календаря. 8 августа: Архангельская трагедия. Как ошибка пилота погубила рейс Як-40
В Алтайском крае не будут проводить проверку на предмет чрезмерного роста тарифов на ЖКУ
Компания «Гранд Сервис Экспресс» информирует об изменениях в курсировании некоторых поездов «Таврия» с осени 2025 года
Поезда в Крым меняют маршруты и график
Аренда квартир в июле 2025 года: за сколько можно снять жильё в Симферополе и Севастополе?
В Калининском районе Краснодарского края фрагменты дронов повредили контактную сеть на железной дороге между станциями Величковка и Ангелинская, сообщил оперштаб региона