Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2025

სოხუმში "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ

0
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავენ.
დილით სოხუმის დიდების პარკში დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზმა პოლიტიკოსებმა, ასევე დელეგაციებმა მოსკოვიდან და ცხინვალიდან.
გაიმართა აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ოკუპირებული აფხაზეთის "თავდაცვის სამინისტროს" სოხუმის გარნიზონის, მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზის და აფხაზეთში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დანაყოფები.
ყვავილებით შეამკეს ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას საფლავი, იგეგმება სერგეი ბაღაფშის მემორიალის მონახულებაც.
საღამოს სოხუმის მუჰაჯირების სანაპიროზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპ-ჯგუფები და შემსრულებლები, კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, ეს წელს მისი მეექვსე ვიზიტია სოხუმში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად, კირიენკომ დაათვალიერა რამდენიმე მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტი
29 სექტემბრის გვიან საღამოს მათ მოინახულეს სოხუმის სანაპირო.
30 სექტემბერს პირისპირ შეხვედრაზე „მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი ინტერესი რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ და აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებითი დინამიკა“.
"გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის" დღე გუნბას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველა სფეროში, ასევე კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია მიმართვაში.


აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".საქართველო და მისი პარტნიორები არ აღირებენ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას" აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса