Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2025

გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე

0

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, შოთა ქარუმიძეს. მას გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავებოდა.

გიორგი ბაჩიაშვილი უკვე მსჯავრდადებული იყო ე.წ. კრიპტოვალუტების საქმეზე. 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა.

ამ განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2025 წლის 2 მარტს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. პროკურატურის ვერსიით, ამისათვის იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2025 წლის 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა.

30 სექტემბერს გამართულ დასკვნით სხდომაზე, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რადგან საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ამას ადასტურებს 2025 წლის 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული თავდასხმის ფაქტიც.

თავის საბოლოო სიტყვაში გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ არ არის დამნაშავე და მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება:

"ჩემი საქციელი [საზღვრის უკანონო კვეთა] იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც [გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდა პატიმარი], შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა".

30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გამოეხმაურა ის მშობლებისთვის წაყენებულ ბრალს - გამოძიება მათ ედავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით.

"ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.

ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.

მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса