Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2025

„ბინა რომ ვუყიდე დედას და მამას მანქანა, ესაა თურმე ფულის გათეთრება, ეს არის აბსურდი და უნამუსობა“ - გიორგი ბაჩიაშვილი

0

„ის, რომ ჩემს მიმართ შურისძიებას აქვს ადგილი, გუშინაც დადასტურდა“, - ასე გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი თავისი მშობლებისთვის წაყენებულ ბრალს - მათ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით.

გიორგი ბაჩიაშვილმა თავისი მშობლების მიმართ წაყენებული ბრალის შესახებ ისაუბრა 30 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც საბოლოო სიტყვა წარმოთქვა „საზღვრის უკანონო კვეთის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე:

„ჩემი საქციელი [საზღვრის უკანონო კვეთა] იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც [გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდა პატიმარი], შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა.

ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.

ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.

მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.

გიორგი ბაჩიაშვილი უკვე მსჯავრდადებულია ე.წ. კრიპტოვალუტების საქმეზე. 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა.

განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 მარტს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. პროკურატურის ვერსიით, ამისათვის იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2025 წლის 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა.

30 სექტემბერს გამართულ დასკვნით სხდომაზე, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რადგან საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ამას ადასტურებს 2025 წლის 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული თავდასხმის ფაქტიც.

ლევან მახაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, უკიდურესი აუცილებლობისას, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში:

„ე.ი., ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე...

ეს იყო თვითდაცვის აქტი, მან მიიღო ზომები საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ის, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, იმითაც დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად ციხეში. ეს ადამიანი 2 თვის განმავლობაში მკურნალობდა ციხის საავადმყოფოში, თუმცა ის დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. რაც შეეხება თავდამსხმელს, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, როგორც ვიცი, მან თავისი სასჯელი მოიხადა და ციხეც დატოვა...

ბაჩიაშვილის მიზანი არ იყო გაუჩინარება და მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება. მან საკუთარი, ლეგალური პასპორტი გამოიყენა და ლეგალურად იმყოფებოდა იმ ქვეყანაში, საიდანაც ის საბოლოოდ გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

საქართველოს დატოვებიდან რამდენიმე საათში, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ის იძულებული იყო, დაეტოვებინა საქართველო, ანუ ის არ გაუჩინარებულა“, - თქვა ლევან მახარაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია "საზღვრის უკანონო კვეთის" საქმეზე გადაწყვეტილებას 30 სექტემბერს, დაახლოებით 15 საათისთვის გამოაცხადებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса