Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2025

ანექსირებულ ყირიმში თითქმის დღე-ღამე დასჭირდათ ფეოდოსიის ნავთობტერმინალში ხანძრის ჩასაქრობად

0

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დღეს, 30 სექტემბერს დილით გამოაცხადა, რომ ჩააქრეს ქალაქ ფეოდოსიის საზღვაო ნავთობტერმინალში გაჩენილი ხანძარი. ამ სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 150 მეხანძრე და 56 ერთეული ტექნიკა.

პირველი ცნობები, რომ ფეოდოსიის საზღვაო ნავთობტერმინალში ხანძარია, 29 სექტემბერს, დღის სამი საათისთვის გავრცელდა. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაასახელა „შედუღების სამუშაოების ტექნოლოგიის დარღვევა“.

ანექსირებულ ყირიმზე 29 სექტემბერს, დღისით დრონებით შეტევა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღის პირველიდან ხუთ საათამდე 12 უკრაინული დრონი „გაანადგურეს“. 30 სექტემბრის დილის მდგომარეობით, უკრაინას დრონებით ამ შეტევისა და მისი შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობტერმინალს დრონებით შეუტიეს 2024 წლის ოქტომბერში.

ხანძრის გამო, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса