„თურმე ციხეშიც ისევე სჭირდებათ ადამიანებს ფული, როგორც გარეთ და შეიძლება უფრო მეტადაც, რომ გაძლონ და გადარჩნენ, თუმცა ამის ფუფუნება ყველა პატიმარს არა აქვს“, - გვითხრა 2024 წლის დეკემბრის აქციებზე დაკავებული პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ მარიზი კობახიძემ.