Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს - „აგრესიული რიტორიკა მიუღებელია“

0

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, - ინფორმაციას პლატფორმა X-ზე ავრცელებს გერმანიის საგარეო უწყება.

„დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას, წინ უძღოდა 24 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განმარტა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება, ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.

შესვლამდე ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა", რაც, მისი შეფასებით, არის "ძალიან უჩვეულო" მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

"ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს".

უფრო ადრე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პეტერ ფიშერზე საუბრისას თქვა, რომ „ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”.

"ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, პოლიტიკურად ვისი მხარდამჭერია ფიშერი. გეტყვიან, რომ „ლელოდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული, ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს“, - თქვა კობახიძემ 12 სექტემბერს მედიასთან საუბარში.

პეტერ ფიშერის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი: "ყველას ესხმის თავს – მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, ჟურნალისტი იქნება, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება თუ რაც იქნება“, - თქვა პაპუაშვილმა 24 სექტემბერს.

პაპუაშვილის გარდა, დიპლომატებს, მათ შორის ელჩ ფიშერს, თავს ესხმიან "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებიც.

"ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს", - თქვა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გერმანიის ელჩზე საუბრისას 9 სექტემბერს და ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

გერმანიის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მონახულების გამოც.

10 სექტემბერს გერმანიის საელჩომ საქართველოში გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც დაგმობილია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ.

"გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი", - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, 25 სექტემბერს, პეტერ ფიშერს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა ლევან ჟორჟოლიანი, „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

„აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება“, - იუწყებოდა ადმინისტრაციის პრესცენტრი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса