„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობდა ამბობს, რომ 30-ზე მეტ ლიდერს გაესაუბრა. მან დანიაში, კოპენჰაგენში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ეს საუბარი „კარგი იმპულსების მომცემი“ იყო.