Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მსოფლიოს ქვეყნებში საპროტესტო აქციები მოეწყო ისრაელის მიერ “ღაზის ფლოტილიის” დაკავების მიმართ. ღაზაში 52 პალესტინელი დაიღუპა

0

2 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაგმეს ისრაელის მიერ გემების დაკავება, რომლებსაც ღაზის სექტორში ალყაში მყოფი ადამიანებისთვის დახმარება მიჰქონდათ.

ამის ფონზე ღაზის სექტორში, AFP-ის თანახმად, პალესტინელთა მონაცემებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო თავდაცვის
უწყების ხნობით, მათ შორის არის ორგანიზაცია “ექიმები უსაზღვრებოდ” ექიმი.
დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა რამდენიმე საავადმყოფომ. დამოუკიდებლად ამ მონაცემების შემოწმება შეუძლებელია.

ევროპიდან ავსტრალიამდე და სამხრეთ ამერიკამდე დემონსტრანტები ქუჩებში გავიდნენ, რათა დაეგმოთ „გლობალური სუმუდის“ ფლოტილიის მიმართ ქმედება. ფლოტილია გასულ თვეში ბარსელონიდან გავიდა, რათა გაერღვია ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადა, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ შიმშილობაა.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს ისრაელის საზღვაო ფლოტმა შეაჩერა 41 გემი, რომლებზეც 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის პოლიტიკოსები და კლიმატის დაცვის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი, და არ მისცეს მათ საშუალება სანაპირო ტერიტორიაზე მიეღწიათ.

პოლიციის ცნობით, ბარსელონაში დაახლოებით 15 000 ადამიანი შეიკრიბა ისრაელის მოქმედების გასაპროტესტებლად. დემონსტრანტები გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „ღაზა, შენ მარტო არ ხარ“, „ბოიკოტი ისრაელს“ და „თავისუფლება პალესტინას“.

რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა დუბლინში, ირლანდიის პარლამენტის წინ. იქ პალესტინის საქმის მხარდაჭერას ხშირად ადარებენ ირლანდიის საუკუნოვან ბრძოლას ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ.

AFP-ის ჟურნალისტის ცნობით, პარიზში რესპუბლიკის მოედანზე დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ მარსელში შუადღისას დაახლოებით ასი პრო-პალესტინელი მომიტინგე დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი ცდილობდნენ იარაღის მწარმოებელი კომპანია Eurolinks-ის ოფისებში შესვლის დაბლოკვას, რომელსაც ისრაელისთვის სამხედრო პროდუქციის მიყიდვაში ადანაშაულებდნენ.

AFP-ის კორესპონდენტების ცნობით, საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ბერლინში, ჰააგაში, ტუნისში, ბრაზილიასა და ბუენოს-აირესში.

იტალიაში, სადაც ქვეყნის მთავარმა პროფკავშირებმა 3 ოქტომბერს ფლოტილიასთან სოლიდარობის ნიშნად საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა პრემიერმინისტრ ჯიორჯია მელონისგან აქტივისტების დაცვა მოეთხოვათ.

რომის გარდა, სადაც პოლიციის ცნობით, მსვლელობას 10 ათასი ადამიანი შეუერთდა, საპროტესტო აქციები გაიმართა მილანში, ტურინში, ფლორენციასა და ბოლონიაში.

თურქეთში, რომლის მთავრობაც ისრაელის საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია, დემონსტრანტების გრძელი კოლონა სტამბოლში ისრაელის საელჩოსკენ გაემართა.

დაახლოებით 3000 დემონსტრანტი მივიდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის წინ და მოუწოდებდნენ ევროკავშირს „ალყის გარღვევისკენ.“
ადგილზე მყოფი AFP-ის ჟურნალისტისა და შვეიცარიის მედიის ცნობით, ჟენევაში მსგავსი რაოდენობის ჯგუფი შეიკრიბა, ძირითადად ახალგაზრდები და ცენტრალური სადგურის მახლობლად კოცონი დაანთეს.
საპროტესტო აქცია გაიმართა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.

ფლოტილიის ორგანიზატორების თანახმად, დაკავებული გემები ღაზის სექტორის სანაპიროდან 126 კილომეტრში იმყოფებოდნენ და ადგილამდე მისვლას
2 ოქტომბრისთვის ვარაუდობდნენ.

ისრაელმა 2025 წლის ივნისსა და ივლისშიც აღკვეთა პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივისტების მცდელობები, გაერღვიათ საზღვაო ბლოკადა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანათ. დაკავების შემდეგ გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაცია განხორციელდა.

სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ
აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) თანხმობაა საჭირო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებმა თითქმის სრულად შემოარტყეს ალყა ქალაქ ღაზას.
ისრაელის არმიამ სექტემბერში დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ისრაელის
ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში
ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, დაღუპულია.

ისრაელის სახმელეთო და საჰაერო საომარმა ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса