Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრაინის ქალაქებზე დრონებით შეტევა გრძელდება

0

კიევში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მუშაობს. დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში. ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ღამით ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტი. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემა გამართულად მუშაობს.

გასულ კვირაში, თავდასხმის შემდეგ კიევში ათასობით საცხოვრებელი კორპუსი დარჩა გათბობის გარეშე.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა გასულ ღამით უკრაინას 156 დრონით შეუტია, მათგან 135 ჩამოაგდეს ან გააუვნებლეს, 16-მა დრონმა სამიზნეებს მიაღწია და შეტევა გრძელდება.

თავის მხრივ, 13 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უწყების თანახმად, ოთხი დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქში, ორ-ორი ანექსირებული ყირიმის, ადიღეს, კურსკის ოლქისა და შავი ზღვის თავზე და კიდევ ერთი ვორონეჟის ოლქში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса