Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მაკრონი: საფრანგეთი შეშფოთებულია სირიის მთავრობის ჯარის ქურთების მხარდაჭერით მოქმედი ძალების წინააღმდეგ შეტევის გამო

0

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 18 იანვარს ესაუბრა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას, რათა გამოეხატა შეშფოთება მთავრობის ჯარის მიმდინარე შეტევის გამო იმ ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ქურთები მეთაურობენ და რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს.

Reuters-ის ცნობით, მაკრონმა, რომლის ქვეყანაც მონაწილეობას იღებს დამასკსა და ქურთებს შორის შუამავლობის მცდელობებში, 17 იანვარს განაცხადა, რომ შეტევა უნდა შეწყდეს და რომ არც საფრანგეთი და არც ევროკავშირი არ დაუჭერს მხარს ასეთი მიდგომის გაგრძელებას.

„მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია და შეთანხმება უნდა მოხდეს“, - განაცხადა მაკრონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „სირიის ერთიანობა და სტაბილურობა ამაზეა დამოკიდებული” - თვლის მაკრონი.
კვირას, ოფიციალური პირებისა და უსაფრთხოების წყაროების ცნობით, სირიის ჯარებმა იმ შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში, რომელსაც ქურთები მეთაურობენ და რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ქვეყნის უდიდესი - ომარის ნავთობის საბადო და აღმოსავლეთ დეირ -ზორის პროვინციაში კონოკოს გაზის საბადო დაიკავეს, მაშინ როდესაც მოკავშირე არაბული ტომების ძალებმა ერაყთან საზღვრის გასწვრივ ნავთობით მდიდარ ტერიტორიაზე მიაღწიეს წარმატებას.

მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება, რაც ქურთების მეთაურობით მოქმედი ძალებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა, დაჯგუფებისთვის დიდი დარტყმა იყო.

სირიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავთობის შემოსავლის დაკარგვით, რომელსაც ეს რაზმები აკონტროლებდნენ თვითმმართველი რეგიონის შესანარჩუნებლად, სახელმწიფომ ძალიანს სასარგებლო რესურსი დაკარგა.

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მიუღებელია, შეიარაღებული რაზმები აკონტროლებდნენ ქვეყნის მეოთხედს და ფლობდეს მის ძირითად, ნავთობისა და სასაქონლო რესურსებს.
სირიის არმია - მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მას მოუწოდა, შეეჩერებინა წინსვლა - იერიშზეა გადასული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძირითადად არაბებით დასახლებულ რაიონებში, რომლებსაც სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებენ და ამ ძალებს მხარს უჭერს აშშ.
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 18 იანვარს ქურთების მეთაურობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალებმა (SDF) ჩრდილოეთ ქალაქ რაქაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
ადამიანის უფლებათა სირიის სამეთვალყურეო ცენტრის ცნობით, ზოგიერთ უბანში SDF-სა და „ადგილობრივ არაბ ტომობრივ მებრძოლებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса