Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო

0

გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი, განაცხადა მისმა ფონდმა ორშაბათს.

„ვალენტინო გარავანი დღეს გარდაიცვალა თავის რომაულ რეზიდენციაში, ახლობლების გარემოცვაში“, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

გარავანი 93 წლის იყო. მსოფლიო მას იცნობს სახელით, ვალენტინოთი.

ვალენტინომ, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელმა, მაღალი მოდის მწვერვალს მიაღწია, შექმნა ბიზნესიმპერია და მოდის სამყაროს შესთავაზა ახალი ფერი - ე.წ. „წითელი ვალენტინო“, წერს Reuters-ი.

ვალენტინო 2008 წელს გავიდა პენსიაზე. მას ჯორჯო არმანისა და კარლ ლაგერფელდთან ერთად მიიჩნევდნენ იმ ეპოქის ერთ-ერთ ბოლო დიდ დიზაინერად, რომელიც წინ უძღოდა მოდის როგორც გლობალური, მაღალკომერციალიზებული ინდუსტრიის ჩამოყალიბებას, რომელსაც თანაბრად მართავდნენ როგორც ბუღალტრები და მარკეტოლოგები, ასევე კუტიურიეები, აღნიშნავს სააგენტო.

ლაგერფელდი 2019 წელს გარდაიცვალა, ხოლო არმანი - 2025 წლის სექტემბერში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса